ჟოზე დე ანშიეტა ან ხოსე დე ანხიეტა ლიარენა, (პორტ. José de Anchieta, ესპ. José de Anchieta Llarena; 19 მარტი 1534, სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა, კანარის კუნძულები — 9 ივნისი 1597, ანშიეტა, ბრაზილია) — იეზუიტი მისიონერი კანარის კუნძულებიდან, ერთ-ერთი უმსხვილესი ფიგურა კოლონიალური ბრაზილიის ისტორიასა და კულტურაში პორტუგალიელების მიერ მისი აღმოჩენიდან პირველი ასწლეულის განმავლობაში. ქალაქების სან-პაულუსა (1554 წლის 25 იანვარი) და რიო-დე-ჟანეიროს (1565 წლის 1 მარტი) დაარსების მონაწილე. მწერალი და პოეტი, ბრაზილიის ლიტერატურის აღიარებული ფუძემდებელი. შეადგინა ენა ტუპის პირველი გრამატიკა. ბრაზილიელი ინდიელების გაქრისტიანებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მიიღო ზედწოდება „ბრაზილიის მოციქული“; კათოლიკურმა ეკლესიამ იგი დალოცა (1980). ანშიეტის დღე (9 ივნისი) ბრაზილიაში 1965 წლიდან აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.
მის სახელს ატარებს ორი ბრაზილიური ქალაქი — ერთი შტატ ესპირიტუ-სანტუში (ყოფილი რერიტიბა), მეორე — შტატ სანტა-კატარინაში. 2014 წლის 3 აპრილს იგი პაპ ფრანცისკეს მიერ იქნა კანონიზირებული.
რესურსები ინტერნეტში
- Associação Pró-canonização de Anchieta[მკვდარი ბმული]
- Catálogo das Obras de Pe. José de Anchieta — Biblioteca Nacional (PDF)
- Cartas, Informações, Fragmentos Históricos e Sermões (fac-símiles) (PDF)
- Fac-símiles de alguns poemas de Anchieta no códice MS ARSI OPP NN 24 O arquivo contém ainda fac-símiles de canções e romances ibéricos usados como base para os contrafacta de Anchieta (PDF)
- O Cancioneiro Ibérico em José de Anchieta: Estudo sobre a música na poesia de Anchieta Dissertação de Mestrado — ECA/USP, 1996
- Thomas Joseph Campbell, Catholic Encyclopedia, 1913
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.