From Wikipedia, the free encyclopedia
ჟიულ მიშლე (ფრანგ. Jules Michelet; დ. 21 აგვისტო, 1798 — გ. 9 თებერვალი, 1874) — ფრანგი ისტორიკოსი. დაიბადა პარიზში ჰუგენტონების ოჯახში. ჟიულ მიშლე იყო პირველი ისტორიკოსი, რომელმაც გამოიყენა და განსაზღვრა სიტყვა რენესანსი, ანუ ევროპის კულტურის ახალი დასაწყისი, რომელიც წარმოდგენილია XVIII საუკუნის შუა წლებში. ისტორიკოსი ფრანსუა ფროტე წერდა, რომ მისი ისტორია საფრანგეთის რევოლუციის შესახებ, რჩება როგორც „რევოლუციური ისტორიოგრაფია და ლიტერატურული ძეგლი“.
ჟიულ მიშლე | |
---|---|
ფრანგ. Jules Michelet | |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1798 |
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 9 თებერვალი, 1874 |
გარდაცვალების ადგილი | Hyères[1] [2] |
მოქალაქეობა | ფრანგი |
განათლება | კარლ დიდის ლიცეუმი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი, მასწავლებელი |
მამა | Jean-François Furcy-Michelet |
მეუღლე/ები | Athénaïs Michelet და Pauline Rousseau |
შვილ(ებ)ი | Adèle Michelet, Charles Michelet და Yves-Jean-Lazare Michelet |
ჯილდოები | კონკურ ჟენერალ და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
მისი მამა არც ისე პოპოლარული იყო, მაგრამ შემდგომში ჟიულს მამის აქტუალური მუშაობა ძალიან დაეხმარა. იგი თავიდან მუშაობდა პრესაში, მიუხედავად ამისა მამამისმა შეძლო მისი გაგზავნა ცნობილ ლიცეუმში, სადაც მან თავი გამოიჩინა. 1821 წელს, წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და მალევე დაინიშნა ისტორიის პროფესორად კოლეჯში.
1824 წელს, დაქორწინდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი მის ცხოვრებაში. მიშლეს ჰყავდა ძლიერი პარტნიორები აბელ ფრანსუა ვილემაინისა და ვიქტორ კუზენის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ჟიული აქტიური პოლიტიკოსი იყო, იგი შევიდა ისტორიაში თავისი მოღვაწეობით. მას შექმნილი აქვს აგრეთვე სასკოლო სახელმძღვანელო. ჟიულს ასევე დიდი უპირატესობა აქვს მწერლობაში.
მისი მეორე ცოლი იყო ასენაის მიშლე, რომელიც იყო მასწავლებელი პეტერბურგში. იგი დაეხმარა ლეიბორისტებს და დაიწყო ახალი სამუშაოსათვის სამზადისი, სწორედ ამ პერიოდში იგი გარდაიცვალა.
1867 წელს, დიდი მუშაობის შედეგად დაასრულა მუშაობა „საფრანგეთის ისტორიაზე“, რომელიც ცხრამეტი ტომისგან შედგება. რომელშიც შესულია საფრანგეთის ადრეული ისტორია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.