From Wikipedia, the free encyclopedia
პურიტანები (ინგლ. puritans < ლათ. purus, წმინდა) — XVI-XVII საუკუნეების ინგლისის რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ფეოდალიზმის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდნენ ინგლისის ეკლესიის გაწმენდას კათოლიციზმის ნაშთებისაგან. ისინი გამოირჩეოდნენ ჩაცმულობით ინგლისელებისაგან. მათ სადა სამოსი და ტრადიციული ინგლისური ვარცხნილობა ჰქონდათ, რაც კათოლიკე ინგლისელების უკმაყოფილებას იწვევდა. ისინი ჯეიმზ I-მა გადაასახლა ახლად აღმოჩენილი ამერიკის მიწაზე. სადაც მათ შექმნეს ინგლისური კოლონიები. XVIII საუკუნის მეოთხედში აქტიურმა მონაწილეებმა დიდი როლი მიიღეს შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში.
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
ხშირად ტერმინში გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ადამიანები, რომელებიც მკაცრად (ხშირად მოჩვენებითად) იცავენ ზნეობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.