From Wikipedia, the free encyclopedia
პუერტო-კაბელიო (ესპ. Puerto Cabello) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს კარაბობოს შტატში, კარაკასიდან 75 კმ-ით დასავლეთით. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 154 000 ადამიანს შეადგენდა. ქალაქში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი საზღვაო პორტი, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს ქვეყნის ვრცელ ნავთობინდუსტრიაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პუერტო-კაბელიო | |||||
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | კარაბობო | ||||
კოორდინატები | 10°28′00″ ჩ. გ. 68°01′00″ დ. გ. | ||||
ფართობი | 729 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 154 000 კაცი (2001) | ||||
სატელეფონო კოდი | 0242 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2050 | ||||
ოფიციალური საიტი | puertocabello-carabobo.gov.ve/portal-alcaldias/ | ||||
მისი მდებარეობსი გამო, პუერტო-კაბელიო ხშირად ხდებოდა მეკობრეების თავდასხმის ობიექტი, ამავე დროს XVII საუკუნეში წარმოადგენდა ჰოლანდიელი კონტრაბანდისტების პოპულარულ ბაზარს. კონტრაბანდისტული საქმიანობის უმეტესი ნაწილი მოიცავდა კაკაოთი ვაჭრობას მეზობელ კუნძულ კურასაოსთან, რომელიც ჰოლანდიის მიერ იყო კოლონიზებული. ამ პერიოდში პუერტო-კაბელიოც ჰოლანდიელთა კონტროლის ქვეშ ომყოფებოდა.
1730 წელს პორტი ესპანელებმა აიღეს და აქ გადმოიტანეს სავაჭრო კომპანია რეალ კომპანია გიპუსკოანა დე კარაკასი (ესპ. Compañía Guipuzcoana de Caracas). ეს კომპანია აშენებდა საწყობებს, ნავმისადგომებსა და ფორტების სიმაგრეებს ნავსადგურის დაცვის მიზნით. 1770-იან წლებში პუერტო-კაბელიო ვენესუელის სანაპირო ზოლის ყველაზე დაცული ქალაქი იყო, ისე რომ 1743 წელს გაუძლო ბრიტანეთის ძალების შემოტევას პუერტო-კაბელიოს ბრძოლისას. შემორჩენილია ამ პერიოდის ორი ფორტი. ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, იგი იყო ესპანელი როიალისტების უკანანსკნელი დასაყრდენი, რომელიც 1823 წელს ხოსე ანტონიო პაესმა აიღო.
1962 წელს პუერტო-კაბელიოში მიმდინარეობდა ფიდელ კასტროს მომხრე საზღვაო ოფიცრების აჯანყება.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.