From Wikipedia, the free encyclopedia
„პროლეტარული მწერლობა“ — ქართული ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული ჟურნალი, საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1927–1932 წლებში. რედაქტორი დ. რონდელი. სარედაქცციო კოლეგიაში შედიოდნენ ბ. ბუაჩიძე, ს. თოდრია, ვ. ლუარსაბიძე, ა. მაშაშვილი, შ. რადიანი, ს. ეული (ქურიძე).
ჟურნალი მიზნად ისახავდა პროლეტარული მწერლობის განმტკიცებას, პარტიის პოლიტიკური ხაზის სწორად გატარებას, შეურიგებელ ბრძოლას როგორც „მემარჯვენეობის“, ისე „მემარცხენე“ გადახრების წინააღმდეგ; ჟურნალში იბეჭდებოდა ახალი ცხოვრების ამსახველი ლექსები, მოთხრობები, პოემები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები. თანამშრომლობდნენ პ. ქიქოძე, ფ. მახარაძე, ვ. მაჭავარიანი, ს. ამაღლობელი, მ. კახიანი, გ. ნატროშვილი, ს. ხუნდაძე და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.