From Wikipedia, the free encyclopedia
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მეორე დაყოფა მოხდა 1793 წელს. მეორე დაყოფა პოლონეთ-რუსეთის ომის (კონსტიტუციის დაცვის ომი) და ტარგოვიცის კონფედერაციის შედეგი იყო. დაყოფა განახორციელეს რუსეთის იმპერიამ და პრუსიის სამეფომ. დაყოფის რატიფიცირება მოახდინა პლონეთის პარლამენტმა (სეიმმა) 1793 წელს. (იხილეთ გროდნის სეიმი).
1790 წელს ისეთი პოლიტიკური ვითარება იყო შექმნილი, რომ პოლონეთს მისდა უნებურად, საკუთრ მტერთან პრუსიასთან, მისთვის მომაკვდინებელ ალიანსში უწევდა ყოფნა. 1790 წელს პოლონურ-პრუსიულ ალიანსს მოეწერა ხელი, რომელიც თანამეგრობის დაცვის მცდარ იმედს იძლეოდა.[1] 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუცია პოლიტიკურ უფლებას ანიჭებდა ბურჟუაზიას, მიეღო დამოუკიდებლობა მთავრობის სამი შტოსგან და განთავისუფლებულიყო რეპნინის სემის ვალდებულებებისგან. ეს რეფორმები უბიძგებდა მეზობლების მიმართ აგრესიული მოქმედებებისკენ და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღდგენის შანს აჩენდა.[2] ერთხელ კიდევ სცადა პოლონეთმა რეფორმების ჩტარება და საკუთარი თავის რუსეთის ნებართვის გარეშე გაუმჯობესება და კიდევ ერთხელ იმპერატორი ეკატერინა გაბრაზდა; ასაბუთებდა რა, რომ პოლონეთმა ფიცი გატეხა და რადიკალური იაკობინიზმისკენ გადაიხარა 1792 წელს რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ თანამეგობრობაში.
პოლონეთ-რუსეთის 1792 წლის ომში პრორუსულად განწყობილი კონსერვატი პოლონელი მაგნატები და ტარგოვიცას კონფედერაცია, ოქროს თავისუფლების აღდგენაში რუსეთის მხარდაჭერაში დარწმუნებულები, კონსტიტუციის მხარდამჭერი პოლონური ძალების წინააღმდეგ იბრძოდნენ.[2] თავისი პრუსიელი მოკავშირეებისგან მიტოვებული კონსტიტუციის მხარდამჭერი პოლონური ძალები, რუსეთის რეგულარურ არმიასთან ბრძოლაში დამარცხდნენ.[2]
რუსეთის პოლონეთში შეჭრის მთავარი მიზეზი იყო, პოლონეთის რეფორმების შეჩერება, პოლონეთის შემდგომი დაყოფის განზრახვის გარეშე. (რადგან ის პოლონეთს თავის პროტექტორატად მოიაზრებდა და არ ხედავდა პოლონეთის ნაწილების სხვა ქვეყნებისთვის დათმობის საჭიროებას).[2][3][4] ფრიდრიხ II პრუსიელმა ამ მოვლენებში დაინახა თავისი ქვეყნის გაძლიერების საშუალება. ფრიდრიხმა მოითხოვა ეკატერინესგან მოკავშირე პოლონეთის მიტოვებისთვის და პირველი კოალიციის ომში საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ პრუსიის მონაწილეობისათვის (რომელშიც პრუსიის მონაწილეობას რუსეთი ახალისებდა და რომელშიც ამ მოვლენებამდე ცოტა ხნის წინ ვალმისთან ბრძოლაში პრუსიამ დიდი მარცხი განიცადა.) საომისიოდ პოლონეთის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი. რუსეთი დათანხმდა პრუსიის პირობებს.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.