Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პიტერ ჯოზეფ ენდრიუ ჰემილი (ინგლ. Peter Joseph Andrew Hammill; დ. 5 ნოემბერი, 1948) — ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. პროგრესული როკ-ჯგუფ Van der Graaf Generator-ის დამფუძნებელი. უკრავს გიტარასა და კლავიშებიან საკრავებზე.
პიტერ ჰემილი | |
---|---|
პიტერ ჰემილი კონცერტზე აშშ-ში, 2008 წლის ივნისში | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პიტერ ჯოზეფ ენდრიუ ჰემილი |
დაბ. თარიღი |
5 ნოემბერი, 1948 , ლონდონი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Ealing |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი არტ-როკი ავანგარდიზმი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
ვოკალი გიტარა საქსოფონი კლავიშებიანი საკრავები |
აქტიური | 1968 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Charisma, S-Type, Virgin, Naive, Foundry, Enigma, Fie! |
საიტი | Sofasound |
პიტერ ჰემილი ვიკისაწყობში |
ჰემილის სიმღერის ტექსტები ეხება სიყვარულის, ურთიერთობების, სიკვდილის, თვითგამორკვევის, პოლიტიკისა და რელიგიის თემებს. მისი ტექსტები ასევე მოიცავს მეცნიერულ, ლიტერატურულ და ისტორიულ სიუჟეტებს. მაგალითად, სოლო-ალბომ „Fool's Mate-ის“ სიმღერაში „Viking“ ნორვეგიული მითოლოგიის პერსონაჟები ფიგურირებენ.
1974 წელს ჰემილმა გამოაქვეყნა წიგნი „Killers, Angels, Refugees“, რომელიც სიმღერის ტექსტების, პოემებისა და მოთხრობების კრებულია. 1982 წელს გამოუშვა მისი გაგრძელება „Mirrors, Dreams, Miracles“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.