პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძე (დ. 1838, გურიანთა, რუსეთის იმპერია — გ. 10 ივლისი, 1895, ბორჯომი, რუსეთის იმპერია) — ქართველი პუბლიცისტი, ილია ნაკაშიძის მამა.
1857 წელს ილია ჭავჭავაძესთან ერთად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა აღმოსავლურ ფაკულტეტზე. ერთხანს მოსკოვში ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში და მოსკოვის უნივერსიტეტში მსახურობდა ქართული ენის მასწავლებლად. იყო ვარშავაში, საიდანაც ილია ჭავჭავაძეს მიაწვდინა პოლონეთის 1863 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი „სამგზავრო წერილები“ (დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“, N7, 1963 წ.), მასში გამოხატავდა თერგდალეულთა შეხედულებებს. ნაკაშიძეს მიუძღვნა ილია ჭავჭავაძემ პოემები „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და „ქართვლის დედა“. ცოლად ჰყავდა ბარბარე, პოდპოლკოვნიკ სოლომონ ონიკაშვილის ქალიშვილი; მათი შვილი იყო პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ილია ნაკაშიძე.
- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 302.
- გუგუშვილი პ. „ქართული ჟურნალისტიკა“ ტ. 1 თბილისი, 1941
- კალანდაძე ა. „საქართველოს მოამბე“, თბილისი, 1963
- ხუციშვილი ს. ტატიშვილი ნ, „საქართველოს მოამბე“ „ბიბლიოგრაფიის მოამბე“ 1948 N4-5
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.