From Wikipedia, the free encyclopedia
პედერსიორენის მუნიციპალიტეტი (ფინ. Pedersören kunta) — მუნიციპალიტეტი იაკობშტადის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 11 197 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 826.05 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 14.1 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ენებია: შვედური ენა (90.1%) და ფინური ენა (9%). მუნიციპალიტეტი მოიცავს პატარა სოფლებს, მათ შორის: ესეს, პურმოს, ედსერვოს და ა.შ. მეზობელი მუნიციპალიტეტებია: ევიიარვი, კაუჰავა, კრონობი, ლუოტო, პიეტარსაარი და უუსიკაარლეპიი. მუნიციპალიტეტის ტრადიციული დარგებია: სოფლის მეურნეობა და გემთმშენებლობა.[4]
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
პედერსიორენის მუნიციპალიტეტი შვედ. Pedersöre ფინ. Pedersöre | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
კოორდინატები | 63°36′00″ ჩ. გ. 22°47′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 794.26 კვადრატული კილომეტრი | ||
ოფიციალური ენა | შვედური ენა[1] [2] და ფინური ენა[1] [2] | ||
მოსახლეობა | 11 225 (31 დეკემბერი, 2023)[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.pedersore.fi/ | ||
| |||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.