From Wikipedia, the free encyclopedia
პატნა (ჰინ. पटना) — ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი აღმოსავლეთ ინდოეთში (მოსახლეობის მხრივ). პატნა უწყვეტად დასახლებული ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში.[4] პატალიპუტრის სახელით ცნობილი ძველი პატნა რამდენიმე დინასტიის დროს მაგადჰის იმპერიის დედაქალაქი იყო, ისლამურ პერიოდში კი სურის დინასტიის ცენტრი.
ქალაქი | |
---|---|
პატნა ჰინ. पटना | |
ქვეყანა | ინდოეთი |
შტატი | ბიჰარი |
კოორდინატები | 25°36′40″ ჩ. გ. 85°08′38″ ა. გ. |
ფართობი | 99.45 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 53 მ |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა, Magahi, ბოჯპური და მაიტილი |
მოსახლეობა | 1 683 200[1] კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 1 803 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 |
სატელეფონო კოდი | +91-612-XXX XXXX |
საფოსტო ინდექსი | 800001[2] |
ოფიციალური საიტი | https://patna.nic.in/[3] |
პატალიპუტრა ამავე დროს საგანმანათლებლო დახელოვნების ცენტრიც იყო. მაურების დროს (დაახლ. ძვ. წ. 300 წ.) მისი მოსახლეობა 400 000 ადამიანს ითვლიდა.[5]
თაბამედროვე პატნა მდინარე განგის სამხრეთ ნაპირზეა გაშენებული. მას ასევე გადაკვეთს მდინარე სონი, განდაკი და პუნპუნი. ქალაქის სიგრძე დაახლოებით 35 კმ-ია, სიგანე კი 16 - 18 კმ.
2009 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა პატნა ინდოეთში მეორე ქალაქად დაასახელა დელის შემდეგ ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ.[6] საშუალო წლიური ზრდის მიხედვით, პატნა 21-ე ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია მსოფლიოში და მე-5 ინდოეთში. 2006-2010 წლებში 3,72%-იანი ზრდა დაფიქსირდა.[7]
პატნასა და მის შემოგარენში მდებარეობს ბუდისტების, ინდუისტების, ჯაინისტების და სიქების წმინდა ადგილები, რომლებსაც მრავალი პილიგრიმი სტუმრობს.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.