პატარა შირაქის ველის პირველი ნამოსახლარები
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
პატარა შირაქის ველის პირველი ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ველის დასავლეთ ნაწილში. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო-I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კოტე ფიცხელაური).
ერთი ნამოსახლარი ოვალურია (სიგრძე - 130 მ, სიგანე - 70 მ), მეორე დაზიანებულია ტერიტორიის ინტენსიურად დამუშავების გამო. არქეოლოგიური მასალა დიდ ფართობზეა (დაახლოებით 300 x 300 მ) გაბნეული. ჭარბადაა მოპოვებული კარგად გამომწვარი, ნაცრისფერი და მოჩალისფრო, ტალღური და რელიეფური ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. დამადასტურებელია ცხოველის ძვლებიც, რიყის ქვის იარაღები, სანაყები, სასრესები, თოხები, ხელსაფქვავის ნატეხები.
ანაკრეფი მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.