Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პარანოია — ქრონიკულად მიმდინარე ბოდვითი ფსიქოზის ერთ-ერთი სახე.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პარანოია}} |
ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა აშლილობათა ფართო სპექტრი, რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ბოდვითი აშლილობები. XIX საუკუნეში მოხდა პარანოიის ცალკე დაავადებად გამოყოფა, რომლის გამოვლინებებს წარმოადგენდა მომჩივნელობის, დევნის, განდიდების ან სხვა შინაარსის სისტემატიზირებული ბოდვითი იდეები ჰალუცინაციების გარეშე. ე. კრეჩმერმა განაზოგადა პარანოიის განვითარების კანონზომიერებები და აღწერა ავადმყოფობის განვითარებისთვის დამახასიათებელი ტრიადა: ხასიათი, გარემო და განცდა.
მკვლევრები პარანოიას ენდოგენურ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებენ. მიჩნეულია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად გარკვეული როლი ციკლოიდურ, პიკნიკურ აგებულებასაც მიუძღვის.
პარანოია ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა, მისი სიხშირე 0,025-0,03%-ია. ყოველი 300 000 ადამიანიდან 1 ავადდება. იგი ძირითადად 30-40 წლის ასაკში გამოვლინდება და უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.
პარანოია ვითარდება თანდათანობით, შემპარავად; თანდათან ხდება რეალური სიტუაციების გადამეტებული, ზეღირებულოვანი შეფასება. დროთა განმავლობაში ამ ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა და ყალიბდება სისტემური ბოდვითი იდეები. ამ იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აყალიბებენ ლოგიკურ სისტემებს და ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი პროდუქციის ჩარჩოებს მიღმა ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან. ადეკვატურად იქცევიან გარემოში.
ექსპანსიური პარანოია - აერთიანებს ისეთი სახის პარანოიალური ბოდვის ფორმებს, რომლებსაც ახასიათებთ ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისთვის. ესაა: მომჩივნელობის, გამომგონებლობის, სამართლიანობის მაძიებლობის ბოდვები და სხვა.
სენსიტიური პარანოია - განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრში გადაზრდით. ცხოვრებისეული იმედგაცრუების, დანაკარგების მოჭარბება იწვევს დევნის პარანოიალური იდეების განვითარებას.
სურვილების პარანოია - ამის მაგალითია ბოდვა, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და ყველაფერში ხედავს ამ პიროვნების გრძნობების გამოხატვას.
პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობით შესაძლოა მოხდეს სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება. მედიკამენტურ მკურნალობაში იყენებენ ნეიროლეპტიკებსა და ტრანკვილიზატორებს.მათთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპიის გამოყენება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.