Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
პაკ ჩონ ჰი (კორ. 박정희; დ. 14 ნოემბერი, 1917 — გ. 26 ოქტომბერი, 1979) — სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 1963-1979 წლებში.
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის პაკი, ხოლო სახელი — ჩონ ჰი. |
პაკ ჩონ ჰი | |
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 დეკემბერი, 1963 – 26 ოქტომბერი, 1979 | |
წინამორბედი | იუნ ბო სონი |
მემკვიდრე | ჩჰვე გიუ ჰა |
ეროვნული გარდაქმნის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივლისი, 1961 – 17 დეკემბერი, 1963 | |
წინამორბედი | ჩან დო იონი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 14 ნოემბერი, 1917 კუმი, კორეა |
გარდაცვლილი | 26 ოქტომბერი, 1979 სეული, სამხრეთი კორეა |
პოლიტიკური პარტია | სენური |
შვილები | პაკ კინ ჰე |
დაიბადა 1917 წელს ქალაქ კუმში. ამ პერიოდში კორეა იმყოფებოდა იაპონიის პროტექტორატის ქვეშ. 1932 წელს შევიდა ქალაქ ტეგუს გიმნაზიაში, რომელიც 1937 წელს დაასრულა. 1940 წელს შევიდა მანჯურიის საიმპერატორო არმიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დააპატიმრეს და მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, თუმცა პრეზიდენტმა ლი სინ მანმა შეიწყალა. კორეის ომის პერიოდში დაუბრუნდა არმიას და გახდა ლოჯისტიკის ექსპერტი. ომის დროს მან აიწყო სამხედრო კარიერა და მიიღო გენერლის წოდება.
აპრილის რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა ნომინალური პრეზიდენტი იუნ ბო სონი, რეალურ ძალაუფლებას კი ფლობდა პრემიერ-მინისტრი ჩან მიონი. მათ არ ჰქონდათ სამხედროების მხარდაჭერა. პაკ ჩონ ჰიმ 1961 წლის 16 მაისს მოაწყო პუტჩი, რომელმაც დაასრულა ქაოსი ქვეყანაში.
1979 წლის 26 ოქტომბერს პაკ ჩონ ჰი დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ ჯე გიუმ დახვრიტა. დაპატიმრების შემდეგ მკვლელმა განაცხადა, რომ პაკ ჩონ ჰი დემოკრატიას უქმნიდა საფრთხეს და მისი მკვლელობა პატრიოტული მოტივებიდან იყო გამომდინარე. კიმ ჯე გიუს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. განაჩენი შეასრულეს 1980 წლის 24 მაისს.
პაკ ჩონ ჰი დაკრძალულია სეულის ეროვნულ სასაფლაოზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.