From Wikipedia, the free encyclopedia
პავლოვსკი (რუს. Павловск) — ქალაქი რუსეთში, ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს პუშკინის რაიონში, მდინარე სლავიანკას ნაპირზე, სანქტ-პეტერბურგის ცენტრიდან სამხრეთით 25 კილომეტრში და პუშკინის ცენტრიდან 3 კილომეტრში. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 16 087 ადამიანს შეადგენდა. 1918-1944 წლებში ქალაქს ერქვა სლუცკი, რევოლუციონერ ვერა სლუცკაიას პატივსაცემად.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პავლოვსკი Павловск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციული მნიშვნელობის ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი | ||||
კოორდინატები | 59°41′00″ ჩ. გ. 30°26′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1777 | ||||
ადრეული სახელები |
1796 წლამდე — პავლოვსკოე-სელო; 1918 წლამდე — პავლოვსკი; 1944 წლამდე — სლუცკი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1796 | ||||
ფართობი | 36.797 კმ² | ||||
მოსახლეობა | 16 087[1] კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 812 | ||||
საავტომობილო კოდი | 78, 98, 178 | ||||
ოფიციალური საიტი | omsu-pavlovsk.spb.ru | ||||
ქალაქის დიდი ტურისტული მნიშვნელობა აქვს, ქალაქში მდებარეობს პავლოვსკის სასახლე და პარკი. ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში (მიეკუთვნება სანქტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრსა და მასთან დაკავშირებულ ძეგლებს)[2].
პავლოვსკის კლიმატი ზომიერი და ნოტიოა, რომელიც ზღვიურიდან კონტინენტურში გადადის. დღის ხანგრძლივობა ზამთრის სეზონზე დაახ. 5 საათსა და 51 წუთს, ხოლო ზაფხულის სეზონში დაახ. 18 საათსა და 50 წუთს შეადგენს. ქალაქში ჰიდრო რესურსები საკმაოდ დაბინძურებულია, რაც ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაბინძურებას ძირითადად საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვევს, რომელთა გადამამუშავებელი სათანადო დაწესებულებები არ არის[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.