From Wikipedia, the free encyclopedia
ომუსატის რეგიონი (ინგლ. Omusati Region) — ნამიბიის 14 ადმინისტრაციული რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-დასავლეთში, ანგოლის სახელმწიფო საზღვართან. ფართობი შეადგენს 26 573 კმ²-ს, ხოლო 2011 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობაა 243 166 ადამიანი[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ოუტაპი.
რეგიონი | |
---|---|
ომუსატის რეგიონი ინგლ. Omusati Region | |
ქვეყანა | ნამიბია |
ადმ. ცენტრი | Outapi |
შიდა დაყოფა | Anamulenge Constituency, Elim Constituency, Etayi Constituency, Ogongo Constituency, Okahao Constituency, Okalongo Constituency, Onesi Constituency, Oshikuku Constituency, Otamanzi Constituency, Outapi Constituency, Ruacana Constituency და Tsandi Constituency |
კოორდინატები | 18°24′00″ ს. გ. 14°48′00″ ა. გ. |
ფართობი | 26 573 კმ² |
მოსახლეობა | 243 166 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 9,15 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | http://www.omusatirc.gov.na/ |
ომუსატის რეგიონი — ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, სამხრეთ-დასავლეთი აფრიკის ხალხთა ორგანიზაციის (სვაპო-SWAPO) და ნამიბიის პირველი პრეზიდენტის — სემ ნუიომას სამშობლოა.
ძველად (1965—1990 წლებში) ომუსატის ტერიტორია შედიოდა ფორმალურად დამოუკიდებელ ბანტუსტან ოვამბოლენდში.
რეგიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ ოვამბოს ტომის ხალხი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებს შორის შეადგენს 46 წელს, ქალებს შორის — 50 წელს. რეგიონში შიდსით დაავადების დონე (როგორც მთლიანად ქვეყნის ჩრდილოეთში) მნიშვნელოვნად აჭარბებს ქვეყნის საშუალო დონეს.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ომუსატის რეგიონი იყოფა 12 ოლქად.
რეგიონის ეკონომიკაში გამოირჩევა აგრარული სექტორი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.