From Wikipedia, the free encyclopedia
ოლაფ (ანლავ) გუტფრიტსონი, ირლანდიაში — ამლაიბ მაკ გოფრაიდი (ნორვ. Olav Godfridsson, ძველნორვ. Óláfr Guðrøðarson, ირლ. Amlaíb Mac Gofraid) (გ. 941) — ვიკინგების სახელმწიფოს მეფე დუბლინში (ოლაფ III-ის სახელით; 934—941) და ვიკინგების სახელმწიფოს მეფე იორკში (ოლაფ I-ის სახელით; 939—941).
ოლაფ გუტფრიტსონი | |
დუბლინის მეფე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
934 – 941 | |
წინამორბედი | გოტფრიდ I |
მემკვიდრე | ბლაკაირ გუტფრიტსონი |
იორკის მეფე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
939 – 941 | |
წინამორბედი | ედმუნდ I |
მემკვიდრე | ოლაფ ქვარანი |
გარდაცვლილი | 941 იორკი, ნორთუმბრია, ჩრდილოეთი ინგლისი |
მეუღლე | შოტლანდიის მეფის, კონსტანტინ II-ის შვილი |
შვილები | ვაჟი: კამან მაკ ამლაიბი |
ოლაფი სკანდინავიურ-ირლანდიური დინასტიის, უი იმარის წარმომადგენელი იყო. მამამისი, დუბლინისა და იორვიკის მეფე გუტფრიტ I, 927 წელს იორკიდან გააგდო ანგლო-საქსების მეფემ ეთელსტანმა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 934 წელს, ოლაფი დუბლინის მეფე გახდა. 937 წელს ოლაფი დაქორწინდა შოტლანდიის მეფის, კონსტანტინ II-ის ქალიშვილზე, ამის შემდეგ შეკრა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ეთელრედის წინააღმდწეგ, რომელშიც შედიოდა თვითონ ოლაფი, მისი სიმამრი, კონსტანტინ II და სტრატკლაიდის მეფე ოუენ I. სამი მეფის გაერთიანებულმა არმიამ დაიპყრო იორკი და გადაადგილდა სამხრეთისკენ. ბრუნანბურგის ბრძოლაში ეს არმია, რომელიც შედგებოდა სკანდინავიელებისგან, შოტლანდიელებისგან და უელსელებიდან, სრულიად განადგურებული იქნა ანგლო-საქსთა არმიის მიერ, რომელსაც ეთელსტანი ხელმძღვანელობდა. ოლაფი მცირე დანაყოფებით დაბრუნდა ირლანდიაში.
ეთელსტანის გარდაცვალების შემდეგ, 939 წელს, ოლაფის არმია კვლავ შეიჭრა ჩრდილოეთ ინგლისში, ნორთუმბრიაში, დაიკავა იორკი, გადაადგილდა სამხრეთით, წარუმატებლად შემოარტყა ალყა ნორთჰემპტონს და დაბანაკდა ტამუორტის მიდამოებში. ლესტერში ისინი შეხვდნენ ინგლისის მეფის, ედმუნდ I-ის არმიას, კენტერბერიისა და იორკის მთავარეპისკოპოსები სთავაზობდნენ მეფეს სამშვიდობო შეთანხმებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ოლაფ გუტფრიტსონის განკარგულებაში გადადიოდა ინგლისის ტერიტორიები მერსიიდან ჩრდილოეთით. 941 წელს ოლაფმა დაარბია წმ. ბაიტერის ეკლესია, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.