From Wikipedia, the free encyclopedia
ოზაანის ამაღლების ტაძარი — X საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანთან.
ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა[1]. შემორჩენილია, ასევე, ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება:
„ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ[2]“ |
2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.