From Wikipedia, the free encyclopedia
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი (რუს. Новопетергофский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში, შემოვლით არხზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულს და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი ისტორიისა და კულტურის ძეგლია.
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდი რუს. Ново-Петергофский мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°54′32″ ჩ. გ. 30°17′52″ ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
ისტორიული სახელწოდება | შტიგლიცსკის ხიდი |
გამოყენების სფერო | საავტომობილო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
სიგრძე | 33,3 მ |
სიგანე | 23,3 მ |
გახსნის თარიღი | 1857 წ. |
დახურვის თარიღი | 1889 წ. |
რეკონსტრუქცია | 1908-1909, 1932 წწ. |
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სურათები ვიკისაწყობში |
აღნიშნული ხიდი, მდებარეობს ლერმონტოვის გამზირზე, რომელიც დაკავშირებულია ბალტიის რკინიგზის სადგურთან.
ნოვო-პეტერგოფსკის ხიდის დინების ზემოთ მდებარეობს ბალტიის ხიდი, ქვემოთ კი — კრასნოქტიაბრსკის ხიდი.
უახლოესი მეტროსადგური არის „ბალტიისკაია“, რომელიც მდებარეობს ხიდიდან დაახლოებით 230 მეტრში.
1860 წლიდან 1914 წლამდე ხიდს ეწოდებოდა შტიგლიცსკის სახელი, ა. ლ. შტიგლიცის პატივსაცემად. ამჟამინდელი სახელი კი ნოვო-პეტერგოფსკის გამზირიდან მომდინარეობს.
ამჟამინდელ ადგილზე, პირველი ხიდი ჯერ კიდევ 1857 წელს აშენდა. მოგვიანებით, დიზაინისა და სიზუსტის მცირე ცვლილებებით, ხიდი გარემონტდა 1889 წელს და 1908-1909 წლებში. ხიდის უკანასკნელი რეკონსტრუქცია განხორციელდა ინჟინერ კ. ვ. ეფიმიევის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით. 1920-იანი წლების ბოლოს, ლერმონტოვის გამზირზე, ტრამვაის ხაზის დაგეგმარების შემდგომ, საჭირო გახდა ახალი ხიდის აშენება. ხიდის მშენებლობა 1931-1932 წლებში განხორციელდა.
ხიდის საერთო სიგრძე 33,3 მეტრია, ხოლო სიგანე — 23.3 მეტრი. ხიდი განკუთვნილია საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთათვის. ხიდის სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.