Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოტინი (< ლათ. Nicotiana — თამბაქო < ჟან ნიკოს გვარის მიხედვით)[1] — ქიმიური ნივთიერება, რომელიც მცენარეებში არსებობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ის თამბაქოს ფოთოლში გვხვდება, თუმცა ნიკოტინს მცირე მოცულობით სხვა ისეთი მცენარეებიც შეიცავს, როგორებიც არის: ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი.
მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ თამბაქოს ფოთოლში გვხვდება ნიკოტინის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობაზე ფარმაკოლოგიური ზეგავლენა იქონიოს. ტრადიციული სიგარეტი 12 მგ ნიკოტინს შეიცავს, რაც 18 000-ჯერ მეტია ვიდრე კარტოფილში არსებული ნიკოტინის რაოდენობა.ნიკოტინის შეწოვა ადამიანის ორგანიზმში ფილტვების, კანისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება. მას შემდეგ, რაც ნივთიერება სისხლში მოხვდება, ის სხვადასხვა ქსოვილამდე და ორგანომდე, მათ შორის ტვინის უჯრედებამდეც აღწევს.
ნივთიერება ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რაც ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. რაც უფრო დიდი დოზითა და სიხშირით მოიხმარს ინდივიდი ნიკოტინს, მით უფრო იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა ამ ნივთიერებისადმი, შესაბამისად, ორგანიზმი სულ უფრო და უფრო მეტ ნიკოტინს მოითხოვს. შედეგად, ადამიანს უვითარდება დამოკიდებულება. მეცნიერების განცხადებით, მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული 250 ტოქსიკური ნივთიერება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.