ქართველი ლიტერატურათმცოდნე From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლოზ ილიას ძე კანდელაკი (დ. 9 ივლისი, 1907, ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 მაისი, 1965, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).
1929 წელს თბილისის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ბათუმის საშუალო სპეციალურ სასწავლებელში პედაგოგად და პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას. ამ პერიოდში გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი. 1938 წელს გამოდის თბილისში და მუშაობას იწყებს სხვადასხვა თანამდებობებზე, თანამშრომლობს თელავის, ბათუმის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლექტორად, კათედრის გამგედ.
ნიკოლოზ კანდელაკი ერთი პირველთაგანია, ვინც იკვლევდა ქართული მჭერმეტყველების ისტორიას. ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მისმა ნაშრომებმა: „ქართული მჭერმეტყველება. ძეგლები და მასალები“ (1958), „ქართული კლასიკური მჭერმეტყველება“ (1961), „ქართული მჭერმეტყველება. პირველი ქართველი ორატორები“ (1975) და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.