From Wikipedia, the free encyclopedia
ნერსეს III მშენებელი, ნერსე იშხნელი (სომხ. Ներսես Գ Շինող) (გ. 661) — სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსი 641-661 წლებში. კათოლიკოსი გახდა ეზრა I-ის შემდეგ.
ნერსესი, იგივე ნერსე, იყო სომხურის სამოციქულო ეკლესიის ქართველი (ტაოდან) არმენიზებული კათალიკოსი.[1] მისი კათოლიკოსობის პერიოდში სომხეთს ძალიან ცუდი დრო ედგა და არსებობდა უამრავი პრობლემა. ქვეყანას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ორი მეზობლის — ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის.
კათოლიკოსად გახდომამდე, ნერსესი მსახურობდა ჯარში. 641 წელს ის კათოლიკოსი გახდა. ნერსეს III-ს მშენებელი უწოდეს. მისი საქმიანობა ძირითად მიმართული იყო უძველესი ტაძრების აღდგენისკენ. მის სახელს უკავშირდება ხორ-ვირაპის აღდგენა. გარდაიცვალა 661 წელს. ერთ-ერთი ვერსიით დაკრძალულია ხორ-ვირაპში. მის შემდეგ კი კათოლიკოსი გახდა ანასტას I.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.