ნეოტექტონიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეოტექტონიკა, უახლესი ტექტონიკა — ტექტონიკის დარგი, რომელიც იკვლევს ახალგაზრდა ტექტონიკურ მოძრაობებსა და სტრუქტურებს. ნეოტექტონიკა სინონიმია აგრეთვე ალპური ოროგენეზისის გვიანდელი ოროგენული სტადიისა, როდესაც დაიწყო დედამიწის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება. ვინაიდან დედამიწის ზედაპირის თანამედროვე რელიეფი სხვადასხვა დროს წარმოიქმნა, ამიტომ ნეოტექტონიკური სტადიის დასაწყისიდან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს მიიჩნევენ (ოლიგეცენური ეპოქის დასაწყისიდან მიოცენურის ბოლომდე).
კავკასიაში ნეოტექტონიკის დასაწყისად ითვლება გვიანდელი სარმატული საუკუნე. ნეოტექტონიკა მოიცავს ყველა ტიპის ტექტონიკურ მოძრაობას (დანაოჭება, რღვევა, ეპეიროგენული, ტალღური), რომელიც წარმოქმნის რელიეფის დადებით და უარყოფით ფორმებს.
ნეოტექტონიკური მოძრაობა ორგვარია: თანამედროვე (ჰოლოცენური) და საკუთრივ ნეოტექტონიკური.
თანამედროვე მოძრაობებს შეისწავლიან გეოდეზიური (განმეორებითი ნიველება, ტრიანგულაცია), გეომოროფლოგიური (დაკვირვება ჰოლოცენური ტერასებისა და ხეობების პროფილებისა დეფორმაციაზე და ნალექთდაგროვებაზე მდინარის კალაპოტსა და პლაჟზე), გეოფიზიკური (გრავიმეტრიული, სეისმური, მაგნიტომეტრიული, ელექტრომეტრიული და სხვ.), აგრეთვე ისტორიულ-არქეოლოგიური მეთოდებით.
ნეოტექტონიკურ მოძრაობას შეისწავლიან ტრადიციული გეოლოგიური (სტრატიგრაფიულ-პალეონტოლოგიური, სტრუქტურული, პალეოგეოგრაფიული, ლითოლოგიური, ვულკანოლოგიური, პეტროლოგიური და სხვ.), გეომოროფლოგიური და გეოფიზიკური მეთოდებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.