From Wikipedia, the free encyclopedia
ნეთანია — ისრაელის ჩრდილოეთ ცენტრალურ ოლქში მდებარე ქალაქი და არის მიმდებარე შერონის დაბლობის დედაქალაქი. ნეთანიამ სახელწოდება მიიღო მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნათელ სტრაუსის, გამოჩენილი ებრაელი ამერიკელი ვაჭრისა და ქველმოქმედის პატივსაცემად, რომელიც იყო მეისის საცავის მაღაზიის თანამფლობელი. მისი 14 კილომეტრიანი პლაჟი (8.7 მილი) დაშორებულია ქალაქიდან და წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ კურორტს. 2018 წელს ქალაქში ცხოვრობა 217,244 მოსახლე, ის ისრაელის მე-7 უდიდესი ქალაქი გახდა. ქალაქის მერი არის მირიამ ფეიბერგი.
ნეთანია არაჩვეულებრივი ქვიშის პლაჟები, თვალუწვდენელი სანაპირო, ფანტასტიკური სასეირნო ადგილები, მწვანე პარკები და ბუნებრივი ნაკრძალები. არ არსებობს ისრაელში სხვა ადგილი, რომელიც ასე თანაბრადაა დაშორებული ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, ამიტომ ნეთანიაში მოგზაურობა ნიშნავს მინიმალურ დროში მაქსიმალურ სიამოვნებას. ნეთანიის ოქროს პლაჟები 13,5 კმ-ზეა გადაჭიმული. ზღვის ლიფტი, რომელსაც სანაპირომდე ჩაჰყავხარ, ერთადერთი ასეთი სახის ტურისტული ატრაქციონია ისრაელში. ორი მაღალსიჩქარიანი გამჭვირვალე სალონი 60 მგზავრს იტევს. ნეთანიის სასეირნო სანაპირო ზოლი ქვეყანაში ყველაზე გრძელია და ეროვნული მარშრუტების სიაში შედის. საბანაო სეზონი ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილში წელიწადში 9 თვეს გრძელდება და ზღვის წყლის საშუალო ტემპერატურა +350 С-ია.
ნეტანია რამდენჯერმე პალესტინის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზარალდა.
90-იან წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ემიგრანტების დიდი ნაწილი დასახლდა ნეთანიაში, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ქალაქის მოსახლეობა და შედეგად ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი სახლები აშენდა.
2000 და 2010 წლებში ფრანგი ებრაელების ისრაელის მიერ გაზრდილი ემიგრაციის შემდეგ, ნეთანია გახდა მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ათასობით ფრანგი ემიგრანტი დასახლდა ნეთანიაში, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივ კულტურაზე.
ტურიზმი დიდ როლს ასრულებს ნეთანიას ეკონომიკაში. აღნიშნულ ქალაქში 19 სასტუმროა განთავსებული. საშუალოდ, ეს ქმნის 589 სამუშაო ადგილს. 2006 წელს სასტუმროების საშუალო მაჩვენებელი 51.7% იყო. ნეთანიას გრძელი ზღვის სანაპირო და მრავალი პლაჟი ქმნის ერთად სადღესასწაულო ინდუსტრისა, რაც თავის მხრივ მოიცავს საკურორტო სასტუმროებს, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებს.
ქალაქში არაერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა განთავსებული, მათ შორის არის მარგალიტის მუზეუმი, ნეთანიას ისტორიის მუზეუმი. ბოლო მათგანის ისტორიული შენობა 1928 წელს არის აგებული. გარდა ამ მუზეუმებისა ნეთანიაში მდებარეობს: კლდის გალერეა, გოსერის გალერეა და ასევე აბეკასის გალერეა.
ნეთანიასთან ახლოს მდებარეობს საოცარი ადგილი, სადაც სტუმრებს დაუვიწყარი დასვენება ელით. ამ კურორტს HAMEI GAASH („გააშის ცხელი წყლები“) ჰქვია. გააშის კიბუცი რამდენიმე წლის წინათ ძვირადღირებულ კურორტად გადაიქცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.