From Wikipedia, the free encyclopedia
ნაცარი — მცენარის დაავადება, რომელსაც იწვევს ნაცროვანი სოკოები. ნაცარი მცენარეს უვითარდება ზაფხულის დასაწყისიდან ფოთოლზე, ყლორტზე, ყვავილებზე. ნაყოფზე აჩენს ნაცრისფერ ფიფქს (აქედან სახელწოდება). ფიფქი იზრდება და ხშირად მთლიანად ფარავს დაავადებულ ორგანოს. დაავადებული ფოთოლი ყვითლდება, მალე ხმება და ნაადრევად ცვივა. ნაყოფი მაგრდება და სკდება. ნაცარი დიდ ზიანს აენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ტყის ჯიშებს. განსაკუთრებით მავნეა ვაზის ნაცარი, მარცვლოვნების, ატმის, ვაშლის, მუხის, თხილის ნაცარი და სხვა.
ბრძოლის ღონისძიებები: გამძლე ჯიშების შერჩევა, ტოტების შეჭრა და დაწვა. პროფილაქტიკის მიზნით დაავადების გამოჩენისთანავე 1%-იანი კოლოიდური გოგირდის შესხურება ან წმინდა გოგირდის შეფრქვევა, რომელიც უნდა გამეორდეს საჭიროების მიხედვით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.