From Wikipedia, the free encyclopedia
ნამეტია (ივლიტე) ბერძენიშვილი (დ. 3 მარტი, 1891, შუა ფარცხმა — გ. 1 აგვისტო, 1988, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი, „ლევილის დედა“, სახალხო გვარდიელი, ვლადიმერ გოგუაძის მეუღლე.
დაიბადა გურიის სოფელ შუა ფარცხმაში ღარიბი და მრავალშვილიანი გლეხების, ანტონ ბერძენიშვილისა და რუსუდან ჯიბლაძის ოჯახში მეცხრე შვილად. ამიტომ შეარქვეს ნამეტია. 1918 წელს შევიდა ახალგახსნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1919 წელს, მე-2 კურსის სტუდენტი, ცოლად გაჰყვა ვლადიმერ გოგუაძეს, მიატოვა სწავლა და გოგუაძესთან ერთად იბრძოდა სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე.
1921 წელს სტამბოლში ჩააკითხა დაჭრილ მეუღლეს. 1923 წელს ისინი რუმინეთ-პოლონეთის გავლით პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. აქ მათ ააგეს ნალია გურულ ყაიდაზე, მოჰყავდათ სიმინდი, ამზადებდნენ ყველსა და თაფლს, აყენებდნენ ღვინოს
ნამეტია ბერძენიშვილის ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა ქართული სასაფლაოსთვის და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრებ ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის გამო ნამეტიას „ლევილის დედა“ შეარქვეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.