From Wikipedia, the free encyclopedia
მწყერის ციხე — VIII საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევები სოფელ ალავერდის ტერიტორიაზე, მდინარე თრუნასა და ბორიმელას შესართავთან, იმერეთში.
ნაციხარი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მთის წაგრძელებული ფერდზე მდებარეობს, შემორჩენილია კლდის ფლეთილი ქვითა და ქვიშაქვით ნაგები გალევანი, აგრეთვე კლდეში გაჭრილი ოთხკუთხა ფორმის ხარო. უმეტესი ნაწილი მცენარეებითაა დაფარული.
იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად. ციხიდან 100-200 მეტრის მოშორებით მოსახლეობამ უახლოეს წარსულშიც პოულობდა ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, კაჟიანი თოფიდან გასროლილ ტყვიებს. ციხიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდინარე ბორიმელას ხეობაში მინდორია, რომელიც ამჟამად «ნაომარის» სახელს ატარებს. ციხეს დიდი ბრძოლები აქვს გადატანილი. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონიც სწერდა.
გადმოცემის მიხედვით მე-18 საუკუნის II ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ჯერ გამოამწყვდია ციხეებში თურქთა ლაშქარი და შემდეგ გაანადგურა ისინი. ხალხში დღემდე არსებობს გადმოცემა, თითქოს ციხეში თურქები მწყერებივით იყვნენ გამომწყვდეული და ციხესაც მწყერის ციხე შეარქვესო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.