From Wikipedia, the free encyclopedia
ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მშვილდოსნობის ღონისძიებები ჩატარდება იუმენოშიმის პარკში. სულ დაგეგმილია ხუთი ღონისძიება. კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიადა გადაიდო 2021 წლამდე.[1]
მშვილდოსნობა ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე | |
ადგილი | იუმენოშიმის პარკი |
---|---|
თარიღი | 23–31 ივლისი, 2021 |
მეტოქეები | 128 |
დისციპლინები | 5 (2 კაცის, 2 ქალის, 1 შერეული) |
2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მშვილდოსნობისთვის ხელმისაწვდომი იყო 128 საკვალიფიკაციო ადგილი: 64 მამაკაცებისთვის და 64 ქალებისთვის. მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციამ საკვალიფიკაციო სტანდარტები გამოაქვეყნა 2018 წლის მარტში.[2]
თითოეულ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის (ეოკ) დაშვებული იყო მაქსიმუმ ექვსი სპორტსმენის მონაწილეობა, სამ-სამი თითოეული სქესისათვის. ეოკ- ებს, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული სქესის წარმომადგენლების გუნდები, შეეძლოთ სამწევრიანი გუნდით წარმდგარიყვნენ გუნდურ დისციპლინაზე და ასევე თითოეულ წევრს მონაწილეობა მიეღო ინდივიდუალურ დისციპლინაზე. 2019 წლის მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის რეიტინგის 8 უმაღლესი პოზიციის გუნდმა თითოეული სქესისათვის მიიღო სამ-სამი ადგილი (სულ 24); ფინალურ მსოფლიო საგუნდო საკვალიფიკაციო ტურნირზე სამმა საუკეთესო შედეგების მქონე გუნდმა თითოეული სქესის მიხედვით — 9–9 ადგილი; ევროპის, აფრიკის, ამერიკის, ოკეანეთისა და აზიის კონტინენტურ თამაშებზე საუკეთესო შედეგების მქონე გუნდმა — 1 ადგილი ქალებისთვის და 1 კაცებისთვის (ჯამში 5–5); 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლესი შედეგების მქონე იმ ათლეტების ეოკ-ებმა, რომლებმაც ადგილები არ მიიღეს გუნდური კვალიფიკაციით — 4–4 ადგილი თითოეული სქესისათვის; აზიის, ევროპისა და ამერიკის კონტინენტურ თამაშებზე უმაღლესი შედეგების მქონე ათლეტების ეოკ-ებმა — თითო-თითო ადგილი შესაბამისი სქესისათვის; მშვილდოსნობის ფედერაციის მიერ აღიარებულ კონტინენტურ საკვალიფიკაციო ტურნირებზე საუკეთესო შედეგის ოლიმპიური კომიტეტები ევროპიდან მიიღებენ 4 ადგილს თითოეული სქესისათვის, აზიიდან და ამერიკიდან — 3–3, აფრიკიდან — 2, ოკეანეთიდან — 1; ფინალურ მსოფლიო ინდივიდუალურ საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო შედეგის მქონე ეოკ მიიღებს 1 ადგილს თითოეული სქესისათვის. ჯამში მიიღება ამ გზებით შერჩეული 59 სპორტსმენი კაცი და ამდენივე ქალი, რასაც ემატება მასპინძელი ქვეყნის 3–3 და სამმხრივი კომისიის მიერ მოწვეული 2–2 ათ.ლეტი.[2]
სულ 128 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას 5 დისციპლინაში: კაცების ინდივიდუალური, ქალების ინდივიდუალური, კაცების გუნდური, ქალების გუნდური და შერეული გუნდური.[3] შერეული გუნდური ღონისძიება 2020 წლისთვის დამატებული ახალი ღონისძიებაა.
ყველა დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდება მშვილდოსნობის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ 70-მეტრიან დისტანციაზე და მისივე შემოღებული წესებით. შეჯიბრი, სავარაუდოდ, დაიწყება საწყისი სარეიტინგო რაუნდით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თითოეული სქესის 64-ვე მშვილდოსანი. თითოეულმა მშვილდოსანმა უნდა ისროლოს სულ 72 ისარი და შედეგების მიხედვით მოხდება მათი გადანაწილება 1-დან 64-მდე.
სარეიტინგო რაუნდი ასევე გამოიყენება რეიტინგში ქალთა და კაცთა გუნდების 1-დან 12-მდე გასანაწილებლად, რა დროსაც თითოეული გუნდის წევრების ინდივიდუალური ქულების გაერთიანებით მიიღება ერთობლივი შედეგი. გარდა ამისა, სარეიტინგო ტურში დაგეგმილია 16 წყვილის შერჩევა შერეულ გუნდურ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად (ერებისთვის, რომლებსა ორივე, კაცი და ქალი სპორტსმენები ჰყავთ წარმოდგენილი; გაერთიანდება საუკეთესო კაცისა და საუკეთესო ქალის ქულები.
დაგეგმილია თითოეულ დისციპლინაში შეჯიბრის ჩატარება ოლიმპიური სისტემის ფორმატით, გარდა ნახევარფინალში დამარცხებულებისა, რომლებიც ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.
ინდივიდუალურ დისციპლინებში, 64-ვე მონაწილე, სავარაუდოდ, მიიღებს მონაწილეობას პირველ ტურში. წილისყრა ჩატარდება სარეიტინგო რაუნდის შედეგების მიხედვით.
თითოეული მატჩის აღრიცხვა მოხდება მშვილდოსნობის ოლიმპიური რაუნდის გამოყენებით, რომელიც შედგება საუკეთესო ხუთი სეტისაგან, თითოეული სამ-სამი ისრით. თითოეული სეტების გამარჯვებული იღებს ორ ქულას, ხოლო თუ სეტში ქულები თანაბარია, თითოეული მშვილდოსანი მიიღებს ერთ ქულას. თუ ხუთი სეტის შემდეგ ანგარიში 5–5 იქნება, ტარდება თითო-თიო ისრის სროლა და გამარჯვებულად ცხადდება ცენტრთან უახლოესი ნასროლის ავტორი.
გუნდურ დისციპლინებში, რეიტინგის ოთხი საუკეთესო გუნდი მიიღებს გზავნილს მეოთხედფინალში. დარჩენილი რვა გუნდი, რომლებიც მე-5-დან მე-12-მდე პოზიციას დაიკავეს, მეოთხედფინალში დარჩენილი ოთხი ადგილისთვის იბრძოლებს.
აღრიცხვის სისტემა იგივენაირია, რაც ინდივიდუალურ დისციპლინაში.
ყველა დრო წარმოდგენილია იაპონიის სტანდარტული დროის მიხედვით (UTC+9).[4][5]
დღე | თარიღი | დასაწყისი | დასასრული | დისციპლინა | ფაზა |
---|---|---|---|---|---|
დღე 0 | პარასკევი 23 ივლისი, 2021 | 9:00 | 11:00 | ქალების ინდივიდუალური | სარეიტინგო რაუნდი |
13:00 | 15:00 | კაცების ინდივიდუალური | სარეიტინგო რაუნდი | ||
დღე 1 | შაბათი 24 ივლისი, 2021 | 9:30 | 12:05 | შერეული გუნდური | მერვედფინალი |
14:15 | 17:25 | შერეული გუნდური | რაუნდები გამოვარდნაზე/მედლის რაუნდი | ||
დღე 2 | კვირა 25 ივლისი, 2021 | 9:30 | 11:05 | ქალების გუნდური | მერვედფინალი |
13:45 | 17:25 | ქალების გუნდური | რაუნდები გამოვარდნაზე/მედლის რაუნდი | ||
დღე 3 | ორშაბათი 26 ივლისი, 2021 | 9:30 | 11:05 | Men's team | მერვედფინალი |
13:45 | 17:25 | კაცების გუნდური | რაუნდები გამოვარდნაზე/მედლის რაუნდი | ||
დღე 4 | სამშაბათი 27 ივლისი, 2021 | 9:30 | 13:25 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი |
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
16:00 | 19:55 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
დღე 5 | ოთხშაბათი 28 ივლისი, 2021 | 9:30 | 13:25 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი |
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
16:00 | 18:40 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
დღე 6 | ხუთშაბათი 29 ივლისი, 2021 | 9:30 | 13:25 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი |
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
16:00 | 18:40 | კაცების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||
ქალების ინდივიდუალური | ოცდამეთორმეტედფინალი/მეთექვსმეტედფინალი | ||||
დღე 7 | პარასკევი 30 ივლისი, 2021 | 9:30 | 11:15 | ქალების ინდივიდუალური | მერვედფინალი |
14:45 | 17:20 | ქალების ინდივიდუალური | რაუნდები გამოვარდნაზე/მედლის რაუნდი | ||
დღე 8 | შაბათი 31 ივლისი, 2021 | 9:30 | 11:15 | კაცების ინდივიდუალური | მერვედფინალი |
14:45 | 17:20 | კაცების ინდივიდუალური | რაუნდები გამოვარდნაზე/მედლის რაუნდი |
2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 56 ქვეყნის მშვილდოსნები მონაწილეობდნენ, ანალოგიური რიცხვია მოსალოდნელი 2020 წელსაც. საკვალიფიკაციო ტურნირებს შორის იყო მშვილდოსნობის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, სხვადასხვა კონტინენტურ შეჯიბრს და საბოლოო საკვალიფიკაციო ტურნირს.
დისციპლინა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო |
---|---|---|---|
კაცების ინდივიდუალური |
|||
კაცების გუნდური |
|||
ქალების ინდივიდუალური |
|||
ქალების გუნდური |
|||
შერეული გუნდური |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.