ყინულქუდი — ყინულის მასა ან ვრცელი საფარული მყინვარი, რომელიც მოიცავს ხმელეთის ფართობის 50 ათ. კმ²-ზე ნაკლებს. ისეთი ყინულის მასა, რომლის ფართობი აღეტება 50 ათ. კმ²-ს ყინულოვანი ფარი ეწოდება.[1] გავრცელებულია სუსტად დანაწევრებულ ამაღლელებსა თუ დაბლობებზე. პატარა ჰორიზონტალური სიდიდის გამო ახასიათებს ციცაბო კალთები.[2]
ასეთი მყინვარების კვების არე და აბლაცია მკვეთად არ არის დაყოფილი. ყინულქუდი არ არის შემოსაზღვრული რელიეფის თავისებურებებით, პირიქით, იგივე ზომის რელიეფის თავისებურებებით შემოსაზღვრული ყინულის მასები ცნობილია მყინვარული მინდვრის სახელწოდებით. ყინულქუდის გუმბათი როგორც წესი, კონცენტრირებულია მასივის უმაღლეს წერტილში.[1]
ყინულის ნაკადი ამ უმაღლესი წერტილიდან მოედიება ყინულქუდის პერიფერიისაკენ.[3] მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავისივე დაკავებული ტერიტორიის გეომორფოლოგიაზე. დამახასიათებელია პოლარული და სუბპოლარული მხარეებისათვის.[2]
ანტარქტიდის ზოგიერთ კუნძულსა და ფრანც-იოსების მიწაზე ყინულქუდი მთლიანად ფარავს ხმელეთის ზედაპირს. ასეთ მყინვარებს „კუნძულოვან მყინვარებს“ უწოდებენ. ყინულით დაფარული მაღალი განედების რეგიონები, რომელიც მკაცრი გაგებით ყინულქუდს არ წარმოადგენს ცნობილია პოლარული ყინულქუდის სახელწოდებით; ეს მნიშვნელობა ფართოდ არის გამოყენებული მასმედიაში[4] და შესაძლოა აღიარებული იყოს ექსპერტების მიერ.[5]
ყინულქუდის კლასიკური მაგალითია ისლანდიის უმსხვილესი მყინვარი ვატნაიეკუდლი. სამხრეთ ისლანდიაში აღსანიშნავია მცირე ყინულქუდი ეიაფიადლაიეკუდლი, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ² და რომელიც ფარავს ვულკანის კალდერას. ვატნაიეკუდლის შემდეგ სიდიდით ისლანდიის მეორე მყინვარია ლაუნგიეკუდლი, რომლის ფართობია 953 კმ².[6]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.