From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტვეე (ესტ. Mustvee, 1923 წლამდე ჩიორნი პოსადი, ჩერნო, ჩერნა, ჩიორნიე გორი[1]) — ქალაქი ესტონეთის აღმოსავლეთ ნაწილში იიგევამაას მაზრაში ჩუდ-ფსკოვის ტბის ნაპირზე (აქვს ნავსადგურიც). არის დამოუკიდებელი საქალაქო მუნიციპალიტეტი და არ შედის არცერთი მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მუსტვეე Mustvee | |||||
წმინდა სამების ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
მაზრა | იიგევამაა | ||||
კოორდინატები | 58°51′00″ ჩ. გ. 26°57′00″ ა. გ. | ||||
მერი | მატი კეპპი | ||||
პირველი ხსენება | 1493 | ||||
ადრეული სახელები | ჩერნო, ჩერნა, ჩიორნი პოსადი, ჩიორნიე გორი[1] | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1938 | ||||
ფართობი | 5.45 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1451[2] კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 266.2 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +372 77 | ||||
საფოსტო ინდექსი | 49603/49604 | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | mustveelv.ee | ||||
XX საუკუნის დასაწყისში მუსტვეეში მდებარეობდა შვიდი საეკლესიო ნაგებობა. მათგან ამჟამად მხოლოდ ოთხი შემორჩა: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია), სამების ერთმორწმუნეობრივი ეკლესია, ძველმართლმადიდებლური ეკლესია და ლუთერანული ეკლესია. ქალაქში ასევე არის ბაპტისტების სამლოცველო სახლი.
ესტონეთში ძველმართლმადიდებლური[3] რწმენის ერთ–ერთი ცენტრი. XVIII საუკუნეში სოფელი დასახლებული იყო უმეტესწილად რუსი ფედოსეეველებით და პომორებით, რომლებიც რელიგიურ დევნას გამოექცნენ. პომორების ძველმართლმადიდებლური თემი დღესაც არსებობს მუსტვეეში. ადგილობრივი ძველმართლმადიდებლების ყოფითი ცხოვრების გაცნობა შესაძლებელია ქალაქის მუზეუმში.
ქალაქში წარმოდგენილია მსუბუქი მრეწველობა.
წელი | 1897 | 1922 | 1934 | 1939 | 1959 | 1970 | 1979 | 1989 | 2000 | 2010 | 2012 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოსახლეობა | 2893 | 2745 | 2841 | 2485 | 2325 | 2227 | 2087 | 1990 | 1744 | 1592 | 1451 |
ნაციონალური შემადგენლობა (2000): რუსები — 57,05 %, ესტონელები — 40,73 %.
ქალაქის მუზეუმის გარდა მუსტვეეში ასევე არის სასწორების მუზეუმი, სადაც ამ ექსპოზციბის რაოდენობა ასს აჭარბებს.
ღირსშესანიშნაობებს ასევე მიეკუთვენბა კალევიპოეგის ერთ–ერთი ქვა და მგლოვიარე გოგონას ქანდაკება(1973, ელმარ რებანე).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.