From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის იმართება 1927 წლიდან ფიდეს ეგიდით.
XX საუკუნის დასაწყისში ჭადრაკმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა ქალთა შორის და ფიდემ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორისაც. მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების სისტემა რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1927-1939 წლებში ჩატარდა 7 ტურნირი და ერთი მატჩი მსოფლიო პირველობაზე.
ვერა მენჩიკის გარდაცვალების 1944 შემდეგ ფიდემ 1949-1950 წლების გასაყარზე მოსკოვში ჩაატარა ტურნირი მსოფლიოს უპირველესი მოჭადრაკე ქალის გამოსავლენად. ამავე დროს შემოიღო მკაცრი სამწლიანი ციკლი. ეს ციკლი იწყებოდა ზონალური ტურნირებით, შემდეგ ზონებში გამარჯვებული მოჭადრაკეები პრეტენდენტთა ტურნირებში (მატჩებში) არკვევდნენ, თუ ვინ უნდა შეხვედროდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს. 1971 წლიდან მსოფლიოში ქალთა ჭადრაკის სულ უფრო მზარდ პოპულარიზაციასთნ დაკავშვრებით, ფიდემ ზონალური ტურნირების შემდეგ დაუმატა კიდევ ერთი ეტაპი საზონათაშორისო ტურნირი, რომელიც არკვევდა პრეტენდენტთა ვინაობას. პრეტენდენტთა ტურნირის (მატჩების) გამარჯვებული კი ხვდებოდა მომქმედ მსოფლიოს ჩემპიონს 16 პარტიან მატჩში. 80-ანი წლების შუა ხანებიდან სამწლიანი ციკლი ორწლიანად გადაკეთდა. 2000 წლიდან ფიდემ შეცვალა სისტემა და მსოფლიოს ჩემპიონის გამოვლენა ე.წ. „ნოკაუტ-სისტემით“ დაიწყო.
2008 წელს ფიდემ კიდევ ერთხელ შეცვალა ჩემპიონატის ჩატარების სისტემა. 2009-2010 წლებში ჩატარდა 6 „გრან-პრის“ ტურნირი. მოჭადრაკეებს თავად არჩევდა ფიდე. თითოეული მოჭადრაკე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მინიმუმ ოთხ ტურნირში. შემოღებულ იქნა ქულათა დარიცხვის სისტემა. ტურნირების დამთავრების შემდეგ პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საჩემპიონო მატჩში შეხვდება მსოფლიოს ჩემპიონს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.