ქართველი მწერალი From Wikipedia, the free encyclopedia
მოსე ხონელი — ქართველი მწერალი. კლასიკური ხანის ქართული საერო მწერლობის ძეგლის „ამირანდარეჯანიანის“ ავტორი.
მოსე ხონელი | |
---|---|
საქმიანობა | მწერალი |
ბიოგრაფიული ცნობები მოსე ხონელის შესახებ არ მოგვეპოვება. მოსე ხონელს „ამირანდარეჯანიანის“ ავტორად მიიჩნევენ იმ ტრადიციის საფუძველზე, რომელიც მომდინარეობს ფსევდორუსთველური სტროფიდან: „ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა“.
შალვა ნუცუბიძე მოსე ხონელს წარმართულ-მითოლოგიური „ამირანიანის“ ავტორად თვლის; ძეგლის ინგლისურ ენაზე მთარგმნელები დ. ლანგი და მ. ოუენი თვლიან, რომ მოსე ხონელი მთარგმნელ-ადაპტატორია და ფოლკლორული ვერსია „ამირანდარეჯანიანის“ გავლენითაა შექმნილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.