From Wikipedia, the free encyclopedia
მონცა და ბრიანცის პროვინცია (იტალ. Provincia di Monza e della Brianza) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია მონცა. ოფიციალურად შეიქმნა 2004 წლის 12 მაისს, მილანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილის გამოყოფის შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულად კი 2009 წლის ივნისში ჩამოყალიბდა.
პროვინციის ფართობი 405,49 კმ²-ია, რა მხრივაც ის იტალიის ერთ-ერთი უმცირესი პროვინციაა, მოსახლეობა 850 000 ადამიანს შეადგენს (2010) და კმ²-ზე 2 000 ადამიანის სიმჭიდროვით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალურბანიზებული არეალია. შედგება 55 კომუნისგან. დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია მონცა, რომელიც მილანისგან მხოლოდ 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ცხრილში მოცემულია ძირითდი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
№ | კომუნა | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) |
სიმჭიდროვე (ად/კმ²) |
სიმაღლე (ზღვის დონე მ) |
---|---|---|---|---|---|
1 | მონცა | 122 337 | 33,03 | 3 704 | 162 |
2 | სერენო | 43 163 | 13,01 | 3 318 | 222 |
3 | ლისონე | 42 849 | 9,27 | 4 673 | 181 |
4 | დეზიო | 40 633 | 14,79 | 2 747 | 196 |
5 | ჩეზანო-მედერნო | 37 540 | 11,46 | 3 245 | 198 |
6 | ლიმბიატე | 35 057 | 12,40 | 2 827 | 187 |
7 | ბრუგერიო | 33 343 | 10,32 | 3 231 | 123 |
8 | ვიმერკატე | 25 759 | 20,67 | 1 246 | 194 |
9 | ჯუსანო | 24 672 | 10,29 | 2 390 | 269 |
10 | მუჯო | 23 428 | 5,58 | 4 199 | 186 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.