ღამის პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
მონაზონა[1] (ლათ. Lymantria monacha) — ღამის პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთის შლილი 35–60 მმ-ია. წინა ფრთები ნაცრისფერი, გასდევს 4 შავი განივი ხაზი, უკანები მოთეთრო-მონაცრისფროა. მუცელი ვარდისფერია, შავი ზოლებით.[2] გავრცელებულია ევრაზიის ტყისა და ტყესტეპის ზონებში.[3]
მონაზონა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Lymantria monacha (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
სია
| |||||||||||||||||
|
ხასიათდება ერთწლიანი გენერაციით. მდედრი მონაზონა პერიოდულად დებს 100–300 კვერცხს ძირითადად ღეროს ქვედა ნაწილზე, მასობრივი გამრავლებისას — მთელ ღეროზე. იზამთრებს კვერცხის ფაზაში, რომელშიც ნაწილობრივ არის გამოსახული მუხლუხი. მეზამთრეობისას შეუძლია გაუძლოს −30°C ტემპერატურას. გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს, ახლად გამოჩეკილი მუხლუხები გადაადგილდებიან მცენარის ვარჯზე და აბამენ წვრილ ძაფებს. ამ დროს ისინი თითქმის შავი ფერის არიან დაფარული გრძელი წვრილი ძაფებით, რომელიც ქარს ადვილად გადააქვს. მუხლუხის ფაზა კლიმატზე დამოკიდებულებით გრძელდება 45–80 დღეს. მდედრებს ახასიათებთ ექვსი ხნოვანება, მამრებს — ხუთი. დაჭუპრება ხდება ივლისში, კვების ადგილზე, ხის ღეროზე ქერქის ნაპრალებში. ჭუპრის ფაზა გრძელდება 10-დან 20 დღემდე. ივლისის მეორე ნახევარში – აგვისტოში ფრენენ პეპლები.[2]
გავრცელებულია ძირითადად წიწვოვან სახეობებზე, შედარებით ნაკლებად ფოთლოვნებზე. მკვებავი მცენარეებია: ფოთლოვნებიდან — მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი და სხვ.; წიწვოვნებიდან — ნაძვი, ფიჭვი და სოჭი. მასიური გამრავლების დროს ტყის საშიში მავნებელია.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.