From Wikipedia, the free encyclopedia
მოაბი — ისტორიული ქვეყანა დასავლეთ იორდანიაში. იხსენიება ძველ აღთქმაში, რომლის მიხედვითაც მოაბელები ლოტის შთამომავლები არიან. მოაბელი ქალი, სახელად რუთი, ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის მთავარი პერსონაჟი, იყო დავით მეფის დიდი ბებია.
მოაბელთა (ერთ-ერთი ქანაანელი ტომი) ძვ. სახელმწიფო, სავარაუდოა, რომ წარმოიშვა ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ ნაპირსა და მკვდარი ზღვის სანაპიროზე. საუკუნეების მანძილზე ეომებოდა პალესტინისა და სამხრეთ სირიის სახელმწიფოებს. ძვ. წ. IX–X საუკუნეებში მოაბი ისრაელ-იუდეველთა სახელმწიფოში შევიდა (მაგრამ აქაბის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა (4 მეფ.3:4).). მოაბი განსაკუთრებით გაძლიერდა მეშას მეფობის დროს (ძვ. წ. IX საუკუნე). ძვ. წ. VIII საუკუნის II ნახევარში ასურეთს მორჩილებდა. მოაბის რელიგიური პანთეონიდან ცნობილია უზენაესი ღვთაება ქემოში, რომელსაც ადამიანებს სწირავდნენ. თაყვანს სცემდნენ აგრეთვე ბაალ-ფეორს. იყენებდნენ ფინიკიურ დამწერლობას.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.