ქართველი ბოლშევიკი From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ (მიშა) ოკუჯავა (დ. 1883, ქუთაისი ― გ. 10 ივლისი 1937) ― რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ბოლშევიკთა ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში.
მიხეილ უკუჯავა დაიბადა 1883 წელს ქუთაისში, ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე.
მიხეილ ოკუჯავა 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, შემდეგ ბოლშევიკთა ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში. 1905, 1908, და 1914 წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. 1918-1921 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის მომხმარებელთა კავშირში და პარალელურად ჩაბმული იყო ბოლშევიკური იატაკქვეშეთის საქმიანობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1922 წლისთვის „ნაციონალ-უკლონისტთა“ ერთ-ერთი ლიდერი. პროტესტის ნიშნად გადადგა ცეკას შემადგენლობასთან ერთად. 1923 წლიდან იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის რექტორი. 1924 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის სფსრ-ის მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრად. 1926 წლიდან, კომპარტიაში შიდაპრტიული ბრძოლისას, იყო „ტროცკისტული ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, რის გამოც 1927 წელს პარტიიდან გარიცხეს და დააპატიმრეს. 1928 წლის 12 აპრილს საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განსაკუთრებულმა სათათბირომ მას 3 წლით გადასახლება მიუსაჯა შუა აზიაში, კოკანდში, უზბეკეთის სსრ-ში. 1930 წელს, „მონანიების“ განცხადების დაწერის შემდეგ, გაანთავისუფლეს და აღადგენს პარტიაში. იყო სახკინმრეწვის დირექტორი, ამიერკავკასიის სახელმწიფო საგეგმო კომისიის დირექტორის მოადგილე. ბოლოს მუშაობდა საკონსერვო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. 1936 წლის 29 სექტემბერს კვლავ გარიცხეს კომპარტიიდან და დააპატიმრეს. 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სპეცკოლეგიამ დახვრეტა მიუსაჯა საქართველოს „ტროცკისტული კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით. დახვრიტეს 10 ივლისს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.