Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მიქაილ მირზა გადიროღლუ ისმაილზადე მუშფიგი (აზერ. Mikayıl Əbdülqadir oğlu İsmayılzadə) (დ. 5 ივნისი, 1908 — გ. 6 იანვარი, 1939) — აზერბაიჯანელი პოეტი. მისი რომანტიკული პოეზიისათვის დამახასიათებელია რევოლუციური ჰეროიკა, პოლიტიკური სიმახვილე, ამასთან, ღრმა ლირიზმი. მუშფიგის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეპიკურ თხზულებებას. პოემა „ჭაბურღილებს შორის“ პირველი პოეტური ნაწარმოებია ბაქოელ მენავთობეთა შესახებ. ფრაზის ლაკონიურობითა და ფილოსოფიური გააზრებით იგი ახლოს იდგა ფუზულის პოეზიასთან.
მიქაილ მუშფიგი | |
---|---|
აზერ. Mikayıl Müşfiq | |
დაბადების თარიღი | 5 ივნისი, 1908 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 1938 (29 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
ფსევდონიმი | Müşfiq |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | ლირიკა |
მეუღლე | Dilber Akhundzade |
აზერბაიჯანში ბევრი ადმინისტრაციული ადგილი ატარებს პოეტის სახელს.
მიქაილ მუშფიგი დაიბადა 1908 წლის 5 ივნისს ბაქოში. მამამისი მირზა გადირ ისმაილზადე ბაქოს სკოლის დირექტორი იყო. პოეტის მამა თვითონ ლექსებს წერდა, ასევე იყო ოპერა „შაჰ ისმაილის“ ლიბრეტოს ავტორი[1]. მიქაილ მუშფიგი სულ პატარა იყო, როდესაც დაობლდა. იგი მეურვეობის ქვეშ ახლობლებმა აიყვანეს.
1915 წელს ბაქოს რუსულენოვან სკოლაში შევიდა. 1920 წელს, როდესაც დაწყებითი განათლების მიღება დაასრულა ბაქოს სამასწავლებლო სემინირიაში მივიდა. 1931 წელს უმაღლესი პედაგოგიური ინსტიტუტი (აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაამთავრა და რამდენიმე წლის მანძილზე ლიტერატურას ასწავლიდა ბაქოს სკოლებში.
1920 წელს მხარს უჭერდა აზერბაიჯანის გადასვლას ლათინურ ანბანზე. მას სჯეროდა, რომ ამ გზით გაუნათლებლობას ბოლო მოეღებოდა. იგი ასევე პროპაგანდირებას უწევდა ტრადიციულ აზერბაიჯანულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის დროს აკრძალული იყო[2].
1931 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის გამოსაშვებ საღამოზე მუშფიგმა გაიცნო საკუთარი მეუღლე დილბარი. ქორწილი 1933 წელს შედგა. თავისუფალ დროს მუშფიგს უყვარდა თარზე დაკვრა და სიმღერა. მისი ახლო მეგობარი იყო ცნობილი აზერბაიჯანელი მეთარე ყურბან პრიმოვი[3].
მიქაილ მუშფიგი სსრკ-ს 1930-იან წლებში განხორციელებული მასობრივი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.
მუშფიგი აზერბაიჯანელთა მწერალთა კავშირის კრიტიკის ეპიცენტრში მოჰყვა. სტალინის რეჟმის გამტარებლები მას ადანაშაულებდნენ „შოვინიზმში“. იგი დააკავეს 1937 წელს და ბრალი დასდეს „სახელმწიფოს მტრობაში“. პატიმრობა გაატარა ბაილის ციხეში, ბაქოს მახლობლად. 1938 წელს სსრკ-ს უზენაესმა სასამართლომ ჩაატარა კრება, რომელიც სულ 20 წუთი მიმდინარეობდა. პოეტს გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი. 1938 წლის 6 იანვარს, საღამოს განაჩენი შესრულდა[3].
1956 წლის 23 მაისს ქვეყნის მთავარი პროკურორის დასკვნის თანახმად, საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაილ მუშფიგ გადირ ოღლუ ისმაილეზადე არასამართლიანად გასამართლდა და გააუქმა სასჯელი მტკიცებულების არარსებობის გამო[3].
2008 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულების მიხედვით, ჩატარდა მიქაილ მუშფიგის 100 წლის იუბილე. ეს თარიღი ქვეყნის ყველა რეგიონში აღნიშნეს. ტარდებოდა მუშფიგის დღეები, პოეზიის საღამოები და სხვა ღონისძიებები[1].
2008 წლის 8-10 ნოემბერს ქალაქ შაქიში აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ორგანიზებით, ჩატარადა მესამე სართო რესპუბლიკური მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც მიქაილ მუშფიგის 100 წლისთავს მიეძღვნა. კონკურსის მონაწილეებმა და გამარჯვებულებმა მიიღეს დიპლომები და ფულადი პრიზები[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.