Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მირმიდონები (ბერძ. Μυρμιδόνες) – თესალიაში მცხოვრები ერთ-ერთი აქაველი ტომის სახელწოდება. არსებობს გადმოცემა, თითქოს ეს ტომი პელევსის წინამძღოლობით გადასახლდა ეგინადან თესალიაში. ზოგიერთი მითის მიხედვით მირმიდონებმა თავიანთი სახელწოდება მიიღეს ზევსისა და ევრიმედუზას ვაჟის მირმიდონისაგან. თვით მირმიდონს კი იმიტომ ეწოდა ეს სახელი, რომ ზევსს ევრიმედუზასთან კავშირის დროს ჭიანჭველას სახე ჰქონდა მიღებული (ბერძ. μύρμηξ — „ჭიანჭველა“). კიდევ სხვა მითის მიხედვით თითქოს კუნძულ ეგინას ძველი მოსახლეობა ჭირმა გაანადგურა და უკაცრიელი კუნძულის მეფის ეაკოსის თხოვნით ზევსმა ჭიანჭველები ადამიანებად აქცია. მირმიდონები ჰომეროსს გამოყვანილი ჰყავს „ილიადაში“, როგორც მორჩილი, მამაცი და დახელოვნებული მებრძოლები. მათ აქილევსი ხელმძღვანელობს და ისინი მის ყოველ ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებენ. აქედან გამომდინარე მირმიდონის სახელწოდება განზოგადდა და ეწოდება მორჩილ, უფროსის ყოველგვარი სურვილის შემსრულებელ ადამიანს.
ილიადის ანალიზის საფუძველზე, სიმონ ყაუხჩიშვილისა და რომან მიმინოშვილის მტკიცებით, აქილევსი და მირმიდონელები იყვნენ არა აქაველი ტომი ბერძნულის მნიშვნელობით, არამედ მათ მიერ დამორჩილებული წინაბერძნული მოსახლეობა, პელაზგები.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.