From Wikipedia, the free encyclopedia
მიკის თეოდორაკისი (ბერძ. Μιχαήλ (Μίκης) Θεοδωράκης, ˈmicis θeoðoˈɾacis; დ. 29 ივლისი, 1925 — გ. 2 სექტემბერი, 2021, ათენი) — ბერძენი კომპოზიტორი, რომელმაც 1000-ზე მეტი სიმღერა დაწერა[1][2][3][4][5]. იგი აგრეთვე არის ფილმების „ბერძენი ზორბა“, „ძეტა“ და „სერპიკო“ მუსიკის ავტორი. აგრეთვე „მაუტჰაუზენის ტრილოგიის“, იგივე „მაუტჰაუზენის არიის“ ავტორი. თეოდორაკისი ითვლება საბერძნეთის ყველაზე ცნობილ ცოცხალ კომპოზიტორად.[2][4][6] დაჯილდოებულია ლენინური პრემიით.[7]
მან ბავშვობა მიტილინიში[8], კეფალინიაში[8] და ტრიპოლიში გაატარა. პატარაობაშივე ფიქრობდა კომპოზიტორობაზე. პირველი კონცერტი 17 წლისამ მოაწყო. ათენში გაემგზავრა 1943 წელს. 1954 წელს ცოლთან, მირტო ალტინოგლუსთან ერთად პარიზში წავიდა. 1957 წელს მან მოსკოვის მუსიკალურ ფესტივალზე მოიგო ოქროს მედალი. არის რამდენიმე ოპერის ავტორი, მათ შორის – „მედეას“ (რომელიც შეასრულა ბილბაოში), „ელექტრას“ (პრემიერა გაიმართა ლუქსემბურგში) და „ანტიგონეს“ (პირველად წარადგინა ათენში).
1964 წელს როგორც ერთიანი მემარცხენე დემოკრატიული პარტიის წევრი, საბერძნეთის პარლამენტში მოხვდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.