From Wikipedia, the free encyclopedia
მთა-მდელოს ნიადაგები — ნიადაგების ტიპების ჯგუფი. გავრცელებულია სუბალპური და ალპურ ზონაში მდელოს მცენარეულობის ქვეშ. მთა-მდელოს ნიადაგებს განეკუთვნება მთა-მდელოს კორდიანი, შავმიწისებრი, კორდიან-ტორფიანი, ტორფიანი და სხვა. მისთვის დამახასიათებელია საშუალო და მცირე სისქის პროფილი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობა, ხირხატიანობის სხვადასხვა ხარისხი, ზედა ფენაში გაკორდება (ზოგჯერ გატორფება) და ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობა. საქართველოში მთა-მდელოს ნიადაგები წარმოდგენილია კავკასიონის მთიანი სისტემის ვერტიკალური ზონალობის შესაბამისად, გავრცელებულია აგრეთვე სამხრეთ მთიანეთში (ჯავახეთში), სადაც უფრო მთის შავმიწებსა და კლდოვან გაშიშვლებებს შორის გვხვდება. იყენებენ საძოვრებად და სათიბებად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.