მეოტები

From Wikipedia, the free encyclopedia

მეოტები

მეოტები (ძვ. ბერძნ. Μαιῶται, ლათ. Maeōtae) — ძველი ტომების კრებითი სახელი, რომლებიც სახლობდნენ ძვ. წ. I ათასწლეულში აზოვის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ, აგრეთვე ყუბანის შუაწელზე. სახელწოდება „მეოტები“ იხსენიება ანტიკურ ავტორებთან და ბოსფორის სამეფოს წარწერებში. სტრაბონი მეოტებს მიაკუთვნებს სინდებს, დანდარებს, დოსხებს და სხვ. მეოტების ნაწილი ენობრივად ადიღეების მონათესავე იყო, ნაწილი კი ირანულის. ძვ. წ. IV–III საუკუნეებში მრავალი მეოტი ბოსფორის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.

Thumb
კავკასიის ეთნიკური რუკა ძვ. წ. V–IV საუკუნეებში

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.