მეიოზი

From Wikipedia, the free encyclopedia

მეიოზი

მეიოზი — პროცესი, რომლის შედეგად დიპლოიდური ევკარიოტული უჯრედი იყოფა ისე, რომ ჰაპლოიდურ უჯრედებს, გამეტებს წარმოქმნის. მეიოზი მნიშვნელოვანია სქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდან პროკარიოტებს სქესი და სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის უნარი გააჩნიათ.

Thumb
მეიოზური გაყოფა

დიპლოიდური უჯრედი ქრომოსომების ორ ჰომოლოგიურ ნაკრებს შეიცავს. მეიოზის დროს ხდება ყველა ქრომოსომის რეპლიკაცია, რასაც თან სდევს უჯრედის ორი თანმიმდევრული გაყოფა. შედეგად წარმოიქმნება ოთხი უჯრედი და ყოველ მათგანს ქრომოსომების ერთი ნაკრები ერგება მხოლოდ.

პროფაზა პირველი შედგება ხუთი სტადიისგან:

ლეპტონემა — ხდება დნმის კონდენსაცია, ქრომოსომები იხვევა სპირალურად.

ზიგონემა — ჰომოლოგიური ქრომოსომების კონიუგაცია, რომლებიც წარმოქმნიან სტრუქტურას სახელად ტეტრადები ან ბივალენტები.

პახინემა — ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი, ამ დროს ხდება კროსინგოვერი. ჰომოლოგიური ქრომოსომების ზოგი ნაწილი მკვრივად უკავშირდება ერთმანეთს და წარმოქმნის ქიაზმებს, სადაც ხდება კროსინგოვერი.

დიპლონემა — ხდება ქრომოსომების ნაწილობრივი დეკონდენსაცია, ამასთანავე გენომის ნაწილი შეიძლება მუშაობდეს მიმდინარეობდეს ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის პროცესები. ზოგიერთი ცხოველების ოვოციტების ქრომოსომები ამ სტადიაზე იღებენ სპეციფიურ ფორმას.

დიაკინეზი — დნმ კვლავ მაქსიმალურად კონდენსირდება, იშლება ბირთვის მემბრანა, ცენტრიოლები პოლუსებისკენ მიემართებიან. ჰომოლოგიური ქრომოსომები რჩება ერთმანეთს შეერთებული.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.