From Wikipedia, the free encyclopedia
მებოცვრეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ბოცვრების მოშენება. მებოცვრეობის ძირითადი პროდუქტებია ხორცი, ტყავი, თივთიკი. მებოცვრეობა განვითარებულია საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, ინგლისში, უნგრეთში, პოლონეთსა და ბულგარეთში. აგრეთვე რუსეთში, უკრაინასა და მოლდოვაში.
საქართველოში მებოცვრეობის განვითარება 1970-იანი წლებიდან დაიწყო. 1975-თვის მებოცვრეობის ფერმები და სანაშენე მეურნეობები 35-ს აღწევდა, სადაც 12 000 დედა ბოცვერი იყო. კარგადაა მოწყობილი მებოცვრეობის კუმისის სანაშენე მეურნეობა და ბებნისის სანაშენე ფერმა. სანაშენე ჯიშებია საბჭოური შინშილა, ნაცარა გოლიათი, თეთრი გოლიათი, ვენური ცისფერი, შავარდენი, კალიფორნიული და სხვა ბოცვერი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.