Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მბის პროვინცია (ინგლ. Ba Province) — ერთ-ერთი ფიჯის 14 პროვინციიდან და ერთ-ერთი ვიტი-ლევუზე განლაგებული 8 პროვინციიდან. მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულის — ვიტი-ლევუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მბა. 2007 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 231 760[1] ადამიანს. ფართობი — 2634 კმ²-ია, რის გამოც იგი სიდიდით ფიჯის მეორე პროვინციაა.
პროვინცია | ||
---|---|---|
მბის პროვინცია ინგლ. Ba Province | ||
ქვეყანა | ფიჯი | |
ადმ. ცენტრი | Ba | |
კოორდინატები | 17°32′00″ ს. გ. 177°41′00″ ა. გ. | |
ფართობი | 2634 კმ² | |
მოსახლეობა | 231 760 კაცი (2007) | |
სიმჭიდროვე | 87,99 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] | |
|
ადმინისტრაციულად პროვინცია შედგება შემდეგი რაიონებისგან იმავე დასახელების ადმინისტრაციული ცენტრებით[2]:
მბა — ფიჯის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციაა. 2007 წლის აღწერის თანახმად, პროვინციაში ცხოვრობდა 231 760 ადამიანი (მათ შორის 118 087 მამაკაცი და 113 673 ქალი), რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის თითქმის მეოთხედს[3]. ეთნიკური შემადგენლობით ჭარბობენ ფიჯი-ინდოელები(126 142 ადამიანი) და ფიჯელები (96 852 ადამიანი)[4].
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ქალაქი, რომელთაგან ყველაზე დიდებია მბა, ლაუტოკა, ნანდი და ტავუა. 2007 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 120 998 ადამიანს[5]. მორწმუნეებიდან ყველაზე ბევრია — ქრისტიანები (112 491 ადამიანი; უპირველეს ყოვლისა მეთოდისტები) და ინდუსები (92 425 ადამიანი)[6].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.