From Wikipedia, the free encyclopedia
ნასირ ად-დინ მაჰმუდი იგივე მაჰმუდ I (თურქ. Nasıreddîn Mahmud; დ. 1088 – გ. ისპაჰანი, სავარაუდოდ 1094) – სელჩუკთა იმპერიის ნომინალური სულთანი 1092-1094 წლებში, მალიქ-შაჰის ვაჟი და მემკვიდრე.
მაჰმუდ I | |
---|---|
Nasıreddîn Mahmud | |
სელჩუკთა იმპერიის მე-4 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1092 |
მმართ. დასასრული: | 1094 |
წინამორბედი: | მალიქ-შაჰი |
მემკვიდრე: | ბერქიაროქი |
რეგენტი: |
თურქენ ხათუნი (1092-1094) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1088 |
გარდ. თარიღი: | 1094 |
გარდ. ადგილი: | ისპაჰანი |
დინასტია: | სელჩუკები |
მამა: | მალიქ-შაჰი |
დედა: | თურღან ხათუნი |
რელიგია: | ისლამი, სუნიზმი |
4 წლის ასაკში ტახტზე აიყვანა დედამისმა, თურქენ ხათუნმა. მას ჰყავდა უფროსი ძმები, რის გამოც სელჩუკთა სახელმწიფოში ტახტისათვის ბრძოლა და არეულობა დაიწყო. ანატოლიაში მალიქ-შაჰის მემკვიდრე გახდა ქილიჩ-არსლან I, რუმის სულთანი, ხოლო სირიაში თავი სულთნად გამოაცხადა მაჰმუდის ბიძამ, თუთუშმა. ერთ-ერთი შეტაკების დროს, მისი მეორე ძმის, ბერქიიარუქის მომხრეებმა დაამარცხეს მაჰმუდის არმია. ნიზამ ალ-მულქის ოჯახის წევრებმა 6 წლის მაჰმუდი დედასთან ერთად შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. სელჩუკთა სახელმწიფო ხანგრძლივმა ქაოსმა მოიცვა, რაც კარგად გამოიყენეს მის მფლობელობაში მყოფი ქვეყნების მმართველებმა, განსაკუთრებით დავით აღმაშენებელმა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.