მაცი ხვიტია
ანტონ ფურცელაძის რომანი From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონ ფურცელაძის რომანი From Wikipedia, the free encyclopedia
მაცი ხვიტია — ანტონ ფურცელაძის ისტორიული რომანი. ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა ანტონ ფურცელაძემ 1869-1870 წლებში დაწერა რომანი „მაცი ხვიტია“.
„მაცი ხვიტია“ | |
---|---|
ავტორი | ანტონ ფურცელაძე |
ქვეყანა | რუსეთის იმპერია |
ენა | ქართული |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
გამოცემის თარიღი | 1869 - 1870 |
გვერდი | 200 |
სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს იტყვის და იმავე ღამეს დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას გაათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას არაერთხელ დაიმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს დაესხმის და ტყვეებს გაათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს, სადაც საფრთხე აღარ დაემუქრებათ. გურანდუხტის მდევრები გაქცეულებს წამოეწევიან და დახოცავენ.
ანტონ ფურცელაძის რომანის მიხედვით გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმი „მაცი ხვიტია“ რეჟისორ გიორგი შენგელაიას მიერ. მთავარ როლს ასრულებენ მსახიობები: ალეკო გაბეჩავა, მანანა აბაზაძე, დოდო აბაშიძე და სხვები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.