Remove ads
გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი From Wikipedia, the free encyclopedia
მაქს ვერტჰაიმერი (გერმ. Max Wertheimer; დ. 15 აპრილი, 1880, პრაღა — გ. 12 ოქტომბერი, 1943, ნიუ-იორკი) — გეშტალტფსიქოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი.
მაქს ვერტჰაიმერი | |
---|---|
გერმ. Max Wertheimer | |
დაბ. თარიღი | 15 აპრილი, 1880[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | პრაღა[5] |
გარდ. თარიღი | 12 ოქტომბერი, 1943[1] [2] [3] [5] (63 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-როშელი[5] |
მოქალაქეობა |
ცისლეიტანია ვაიმარის რესპუბლიკა აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი[5] , უნივერსიტეტის პროფესორი[5] და ფილოსოფოსი |
მუშაობის ადგილი | ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კარლის უნივერსიტეტი, კარლ ფერდინანდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი[6] და Faculty of Law, German University in Prague[6] |
განთქმული მოსწავლეები | Theodora Mead Abel |
შვილ(ებ)ი | Michael Wertheimer |
ჯილდოები | ვილჰელმ ვუნდის მედალი[7] |
ორი წელი სწავლობდა იურისპრუდენციას, რის შემდეგაც გადაწყვიტა დაუფლებოდა ფილოსოფიას. ვურცბურგის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (1904, სამეცნიერო ხელმძღვანელი — ოსვალდ კულპე). 1910-იან წლებში მუშაობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც აღქმის გამოკვლევებით იყო დაკავებული. ორ ასისტენტთან — ვოლფგანგ კელერთან და კურტ კოფკასთან ერთად — ჩაატარა ტაქისტოსკოპზე წარმოდგენილი მოძრაობის გამოსახულებათა ეფექტის გამოკვლევა (ეგრეთ წოდებული ფი-ფენომენი), რის შემდეგაც გამოაქვეყნა თავისი ცნობილი სტატია „მოძრაობის აღქმის ექსპერიმენტალურიგამოკვლევები“) (1912). 1916 წლიდან 1925 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ბერლინში, შემდეგ კი დაბრუნდა ფრანკფურტში პროფესორის თანამდებობაზე.
1933 წლის მარტში ვერტჰაიმერმა დატოვა გერმანია და უკვე ჩეხოსლოვაკიაში მიიღო მიწვევა ელვინ ჯონსონისაგან ნიუ-იორკის სოციალურ გამოკვლევათა ახალი სკოლის მასწავლებლობაზე, სადაც ის ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის კათედრას, რომელსაც შემდგომში მისი მოწაფე სოლომონ აში ჩაუდგება სათავეში.
ვერტჰაიმერის თეორიის ერთადერთი მეტ-ნაკლებად სრული გადმოცემა მოცემულია მის წიგნში „პროდუქტიული აზროვნება“, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 1943 წელს გამოსცა. წიგნის დასაბეჭდად მომზადებაზე მეცნიერი დაახლოებით ოცი წელი მუშაობდა.
პროდუქტიული აზროვნებას, მიმართულს ამოცანების გადაწყვეტისკენ, ვერთჰაიმერი შემდეგნაირად წარმოადგენს. სახეზეა საწყისი და საბილოო სიტუაცია. შემდგომ ამისა შესაძლებელია ორი ვარიანტი - საწყის სიტუაციას საბოლოოსთან მიმართებაში: a) აქვს სტრუქტურული დარღვევები ანუ წყვეტები (სტრუქტურული დაუსრულებლობა), ან b) „მეტისმეტად რთულია, მოუწესრიგებელია, ანდა აქვს მარტივი, მაგრამ გარეგნულ ნიშნებზე დაფუძნებული სტრუქტურა“. საწყისი სიტუაციის სტრუქტურული თავისებურებები განსაზღვრავენ მისი რესტრუქტურიზაციისათვის საჭირო მოქმედებებს (ქმნიან „ვექტორებს... მიმართულს სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ“). საბოლოო სიტუაცია - „ეს ისეთი მდგომარეობაა, რომელშიაც კარგი სტრუქტურა ეყრდნობა შინაგან ძალებს, რომელშიაც არსებობს ურთიერთმოთხოვნების ჰარმონია და რომელშიაც ნაწილები განსაზღვრავენ მთელის სტრუქტურას, მთელი კი - ნაწილების სტრუქტურას“. „აზროვნება მდგომარეობს სტრუქტურული თავისებურებებისა და სტრუქტურული მოთხოვნების განჭვრეტაში, გაცნობიერებაში; მოქმედებებში, რომლებიც განისაზღვრებიან მათ მიერ და მათ შეესაბამებიან მათ, რათა შეცვალონ სიტუაცია მისი სტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით...“.
გადასვლა საწყისი სიტუაციიდან საბოლოოზე მხოლოდ ფარდობითად არის დახურული (იზოლირებული) პროცესი. „ეს ველის მხოლოდ ნაწილია შემეცნებისა და გაგების საერთო პროცესის საზღვრებში, ისტორიული განვითარების საერთო კონტქსტში, სოციალურ სიტუაციის შიგნით, აგრეთვე ცდისპირის პირად ცხოვრებაში“. საწყისი სიტუაცია მხოლოდ ფარდობითად არის საწყისი, საბოლოო კი - ფარდობითად საბოლოო. ზოგადი სახით ვერტჰაიმერი ამოცანების ასეთ კლასიფიკაციას გვაძლევს (S1 - საწყისი სიტუაცია, S2 - საბოლოო სიტუაცია):
ვერთჰაიმერი შენიშნავს, რომ არსებობს პროდუქტიული პროცესების მესამე სახეც, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს:
ამ სახეს მიეკუთვნება, მაგალითად, მხატვრული შემოქმედება. შემოქმედის წარმოდგენაში აქ S2 (შედეგი) თავდაპირველად არსებობს მხოლოდ უზოგადესი სახით და თვით მთელის სტრუქტურის გაშლა ხდება შემოქმედების (ქმნის) პროცესში.
მთელი უფრო მეტი რამ არის, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.