მაქსუდ გირეი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მაქსუდ გირეი (ყირიმ. Maqsud Geray, مقصود كراى; დ. 1720 — გ. 1780, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1767–1768 წლებში, სელამეთ II გირეის ვაჟი, სელიმ I გირეის შვილიშვილი.
მაქსუდ გირეი | |
---|---|
Maqsud Giray | |
ყირიმის 43-ე ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1767 |
მმართ. დასასრული: | 1768 |
წინამორბედი: | არსლან გირეი |
მემკვიდრე: | ყირიმ გირეი |
სულთანი: | მუსტაფა III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1720 |
გარდ. თარიღი: | 1780 |
გარდ. ადგილი: | ოსმალეთის იმპერია |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | სელამეთ II გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
მაქსუდი იყო სელიმ I გირეის ნაბოლარა ვაჟის, სელამეთ II-ის შვილი. მაქსუდ გირეი 1748–1756 წლებში ყირიმის ხანის არსლან გირეის ნურედინად იყო დანიშნული. 1762–1764 წლებში კი ყირიმ გირეის კალგა იყო.1767 წელს მაქსუდი დაინიშნა სახანოს მმართველად არსლან გირეის ნაცვლად, რომელიც გარდაიცვალა ყირიმისკენ მიმავალ გზაზე. მაქსუდის მმართველობამ მხოლოდ წელიწადსა და ორ თვეს გასტანა. მისი უმოქმედობითა და რუსეთ-ოსმალეთის ომში განცდილი მარცხებით უკმაყოფილო სულთან მუსტაფა III-მ მას 1768 წელს ხანის ტიტული ჩამოართვა და მცირე აზიაში გადაასახლა. მაქსუდის შემდეგ ყირიმის ხანად ოსმალებმა აღადგინეს ყირიმ გირეი.
მაქსუდ გირეი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა საკუთარ მამულში, 1780 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.