From Wikipedia, the free encyclopedia
მასატლანი (ესპ. Mazatlán) — ქალაქი მექსიკაში, სინალოის შტატში. წარმოადგენს მასატლანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მასატლანი Mazatlán | |||
ისტორიული ცენტრი | |||
| |||
ქვეყანა | მექსიკა | ||
შტატი | სინალოა | ||
კოორდინატები | 23°13′12″ ჩ. გ. 106°25′12″ დ. გ. | ||
ფართობი | 3 068,5 (მუნიციპალიტეტი) კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 139 მეტრი | ||
მოსახლეობა | 438 434 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-7 | ||
სატელეფონო კოდი | 669 | ||
საფოსტო ინდექსი | 82000 | ||
ოფიციალური საიტი | mazatlan.gob.mx | ||
მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი წერტილის გასწვრივ.
მასატლანი ნაჰუატლის ენაზე „ირმების ადგილს“ ნიშნავს.[1] ქალაქია 1531 წელს ესპანეთის არმიამ და ინდიელმა მოსახლეებმა დააარსეს.[2] XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოსახლდა დიდი რაოდენობით გერმანელი იმიგრანტი, რომლებმაც მასატლანი აყვავებულ სავაჭრო ნავსადგურად აქციეს, საიდანაც ახლომდებარე ოქროსა და ვერცხლის მაღაროებისათვის აღჭურვილობა შემოდიოდა. 1859-1873 წლებში მასატლანი სინალოის შტატის დედაქალაქი იყო. გერმანელებმა გავლენა ასევე იქონიეს ადგილობრივ ბანდზე, რომელიც ბავარიული ფოლკლორის ალტერნატივაა. 1900 წლის 14 მარტს, მათვე დააარსეს ლუდსახარში Pacífico.
2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 438 434 ადამიანს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 489 987-ს. ამ მაჩვენებლით მასატლანი შტატში სიდიდით მეორე ქალაქია.
მასატლანი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. პლაჟების გასწვრივ ჩამწკრივებულია სასტუმროები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.