From Wikipedia, the free encyclopedia
მარსელ კარნე (ფრანგ. Marcel Carné; დ. 18 აგვისტო, 1906[1] — გ. 31 ოქტომბერი, 1996) — ფრანგი კინორეჟისორი, ფრანგული კონემატოგრაფის „პოეტური რეალიზმის“ მიმდინარეობის წარმომადგენელი. 600 ფრანგი კინოკრიტიკოსის მიერ კარნეს სურათი „სამოთხის ბავშვები“ (Les Enfants du paradis, 1945) დასახელდა „საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ფილმად“[2]. კარნეს ყველაზე ცნობილი ფილმების („დრამის უცნაურობა“, „ნისლების სანაპირო“, „დღე იწყება“, „საღამოს სტუმრები“, „სამოთხის შვილები“, „ღამის კარიბჭე“) სცენარის ავტორი პოეტი ჟაკ პრევერია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარნეს შემოქმედებით კრიზისს დაემთხვა ფრანგულ კინოში ახალი მიმდინარეობის „ახალი ტალღის“ (კინორეჟისორები ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი) ჩამოყალიბება, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი კარიერის დასასრული.
მარსელ კარნე | |
---|---|
მარსელ კარნე და როლან ლეზაფრი (1995) | |
დაბადების სახელი | მარსელ კარნე |
დაბადების თარიღი |
18 აგვისტო, 1906 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1996 კლამარი, საფრანგეთი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1936–1976 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.