From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ჯულია კლარი (ფრანგ. Marie Julia Clary, ესპ. Maria Julia Clary, იტალ. Maria Julie Clary; დ. 26 დეკემბერი 1771, მარსელი, საფრანგეთი - გ. 7 აპრილი 1845, ფლორენცია, იტალია) — ნაპოლეონ ბონაპარტის რძალი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1806-1808 წლებში და ესპანეთის დედოფალი 1808-1813 წლებში როგორც ჟოზეფ ბონაპარტის მეუღლე.
მარი ჯულია კლარი | |
---|---|
Marie Julia Clary | |
მარი კულია ქალიშვილებთან ერთად | |
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მარტი 1806 |
მმართ. დასასრული: | 6 ივნისი 1808 |
წინამორბედი: | მარია კაროლინა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | კაროლინ ბონაპარტი |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 ივნისი 1808 |
მმართ. დასასრული: | 11 დეკემბერი 1813 |
წინამორბედი: | მარია ლუიზა პარმელი |
მემკვიდრე: | მარია ისაბელ პორტუგალიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 დეკემბერი 1771 |
დაბ. ადგილი: | მარსელი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 7 აპრილი 1845 (73 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანა |
დაკრძ. ადგილი: | სანტა კროჩეს ბაზილიკა, ფლორენცია, იტალია |
მეუღლე: | ჟოზეფ ბონაპარტი |
შვილები: |
1. ჯულია ჟოზეფინა 2. ზენაიდ ლეტიცია ჯულია 3. შარლოტ ნაპოლეონი |
დინასტია: | ბონაპარტები |
მამა: | ფრანსუა კლარი |
დედა: | ფრანსუაზა როზა სომისი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარი ჯულია დაიბადა 1771 წლის 26 დეკემბერს მარსელში, წარმოშობით ირლანდიელი, წარსულში უმდრიდრესი აბრეშუმით მოვაჭრე, ახლა კი არისტოკრატი ფრანსუა დე კლარის ოჯახში. მარი ჯულიას და, 6 წლის დეზირე კლარი გახდა დანიისა და ნორვეგიის დედოფალი როგორც კარლ XIV-ის მეუღლე. მისი ძმაც ასევე მაღალი არისტოკრატიული წოდების მატარებელი იყო.
1794 წლის 1 აგვისტოს ქალაქ კუჟში იგი დაქორწინდა ჟოზეფ ბონაპარტზე, ნაპოლეონ ბონაპარტის უფროს ვაჟზე. 1797 წლამდე მისი ქმარი იტალიაში ელჩად იყო და მასთან ერთად იქ ცხოვრობდა, ხოლო 1800 წლიდან ქმართან ერთად პარიზში დამკვიდრდა.
1804 წელს, მას შემდეგ რაც მისი მაზლი ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა, მის ქმარს ტახტის მემკვიდრის წოდება უბოძეს, ხოლო მარი ჯულია საიმპერატორო პრინცესა გახდა. ამავე ტიტულს ატარებდნენ მარი ჯულიას მულებიც.
ჯულია ძალიან ნიჭიერი და ქმედითუნარიანი იყო. მან ძალიან მოკლე დროში, უმაღლეს დონეზე შეისწავლა სამეფო კარის ეტიკეტი და ყველაფერი რაც სამეფო კარს ეხებოდა. თუმცა იმპერატორის კარზე არსებული ინტრიგების აღსავსე ცხოვრება მისი სტილი არ იყო, ამიტომაც სულ მალე სამეფო კარისაგან მოშორებით თავის ქმარ-შვილთან ერთად შატო დე მორტეფორეტში გადაცხოვრდა.
1806 წელს ნაპოლეონმა თავის ძმას ჟოზეფს ნეაპოლისა და სიცილიის მეფობა უბოძა, შესაბამისად მარი ჯულია ზემოთ ხსენებული სახელმწიფოების დედოფალი გახდა. მას არ სურდა სამშობლოდან ასე შორს ცხოვრება, რის გამოც როცა ჟოზეფი ნეაპოლში გადავიდა სამართავად მარი ჯულია კვლავ პარიზში რჩებოდა და მხოლოდ 1808 წლის დამდეგს ჩავიდა ქმართან. მისი ჩასვლიდან მალევე მის ქმარს აუჯანყდნენ, ტახტიდან ჩამოაგდეს და გამოაძევეს. მთელი მათი ქონება ნეაპოლში დარჩა, რის გამოც შემდგომში არაერთი დამცინავი თხზულება მოიგონეს იტალიელებმა.
ნეაპოლის ტახტიდან ჩამოგდებიდან სულ ორ დღეში ნაპოლეონმა ჟოზეფს ესპანეთის მეფობა უბოძა, მარი ჯულია კი კვლავ დედოფალი გახდა, ოღონდ ამჯერად ესპანეთის. იგი ესპანეთის ისტორიაში პირველი დედოფალი იყო, რომელიც არცერთ სამეფო ოჯახში არ დაბადებულა. მსგავსად ნეაპოლისა, იგი არც ესპანეთში არ წასულა. კვლავ თავის შატოში ცხოვრობდა და სარგებლობდა დედოფლის პრივილეგიებით. მას ესპანეთში თითქმის არასდროს უცხოვრია. სწორედ ამიტომ მას ესპანელებმა Reina ausente (არ ჩამოსული დედოფალი) უწოდეს.
1813 წლის 21 ივნისს ნაპოლეონის ჯარები სასტიკად დამარცხდნენ. ამ ყოველივეს მოჰყვა ესპანელების მასიური აჯანყება ფრანგების ბატონობის წინააღმდეგ. მათ ტახტიდან ჩამოაგდეს ჟოზეფი და მარი ჯულიასთან ერთად ქვეყნიდან გააძევეს. ამავდროულად ტახტი დაკარგა ნაპოლეონმა და ყველა მისმა და-ძმამ. მარი ჯულიამ თავი ქმარ-შვილთან ერთად პარიზს შეაფარა. იგი აპირებდა დასთან დანიაში გაქცევას, თუმცა ნაპოლეონის პოლიტიკის გამო ის მისი მტერი იყო.
ძალაუფლების საბოლოო დაკარგვის შემდეგ მან შვეიცარიაში, ლემის ტბის მახლობლად სასახლე შეიძინა და იქ დასახლდა.
1815 წელს ასი დღის მანძილზე ქმართან ერთად მარი ჯულია ნაპოლეონს გვერდით ედგა და მთელი სულისკვეთებით ეხმარებოდა მას ტახტის დაბრუნებაში.
ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, ჟოზეფმა მთელი თავისი ესპანეთიდან წამოღებული ქონება გაყიდა და ნიუ-ჯერსიში დიდი სასახლე იყიდა და იქ გადასახლდა. მარი ჯულია როგორც ყოველთვის ქმარს არ გაჰყვა და ქალიშვილებთან ერთად ფრანკფურტში ცხოვრობდა ექვსი წლის მანძილზე.
1821 წლამდე მარი ჯულია ბრიუსელში ცხოვრობდა, რის შემდეგაც ფლორენციაში დასახლდა. იგი საერთოდ არ კონტაქტობდა ფრანგებთან. როგორც აღწერენ იგი იყო მომხიბვლელი, ღირსეული, მშვიდი და მშვიდობიანი. 1823 წელს მიიღო დისგან გამოგზავნილი წერილი, რომელიც ასევე ჩამოაგდეს ტახტიდან და შვედეთში გაიქცა. 1840 წელს ჟოზეფი ცოლთან, ფლორენციაში ჩავიდა და მასთან დაიწყო ცხოვრება. მარი ჯულია მას უწოდებდა "ჩემი საყვარელი ქმარი"-ს.
ჟოზეფ ბონაპარტი 1844 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. სულ რვა თვის შემდეგ, 1845 წლის 7 აპრილს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა მარი ჯულიაც. ისინი გვერდით დაკრძალეს ფლორენციის სანტა კროჩეს ბაზილიკაში. 17 წლის შემდეგ, საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ III-მ ჟოზეფისა და ნაპოლეონის ცხედრები პარიზში გადაასვენა. მარი ჯულია კვლავ ფლორენციაში დატოვეს, მოგვიანებით მას გვერდით მიუსვენეს მისი ქალიშვილი შარლოტი, რომელიც 1839 წელს 37 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას.
მარი ჯულია კლარი დაიბადა: 26 დეკემბერი 1771 გარდაიცვალა: 7 აპრილი 1845 | ||
წინამორბედი: მარია კაროლინა ავსტრიელი |
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1806-1808 |
შემდეგი: კაროლინ ბონაპარტი |
წინამორბედი: მარია ლუიზა პარმელი |
ესპანეთის დედოფალი 1808-1813 |
შემდეგი: მარია ისაბელ პორტუგალიელი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.